Pages

Wednesday, June 20, 2018

თბილისში ბალეტის ფესტივალი ჩატარდება


დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 23 ივნისიდან 1 ივლისამდე თბილისის ბალეტის ფესტივალი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
საბალეტო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად  მონაწილეობას მიიღებენ  მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასები: Spellbound Contemporary Ballet (იტალია), ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2).
თბილისს, ასევე, ეწვევა ამერიკული ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი, იგი 26 ივნისს „რომეო და ჯულიეტაში“ პარტნიორობას გაუწევს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილს.
თბილისში პირველად ჩამოდის Spellbound Contemporary Ballet იტალიიდან. მათ პროგრამაშია მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია - Formami და Rossini Ouvertures. იტალიური დასის წარმოდგენებს მაყურებელი 23-24 ივნისს, ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის მედი ვალერსკის ბალეტებთან Orawa და Petite Cérémonie ერთად ნახავს.
საქართველოს მეორედ ეწვევა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2), რომელიც ორი განსხვავებული პროგრამით წარსდგება ფესტივალის მაყურებლის წინაშე 28 და 29 ივნისს. ფესტივალს კი დახურავს „მძინარე მზეთუნახავი“. გალა-პერფორმანსშითბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მარსელო გომესი და პარიზის ნაციონალური ბალეტის სოლისტები ამანდინ ალბისონიჟერემი ლუ კერი. სპექტაკლებს უდირიჟორებს ალევტინა იოფე (რუსეთი).
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment