Pages

Saturday, June 16, 2018

იაპონიაში The Beatles-ის უცნობ ფოტოებს აჩვენებენ

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის 59 უცნობ ფოტოს იაპონიის ტელევიზიაში 18 ივნისს აჩვენებენ. გამოცემა Music Life Club-ის ცნობით, ეს ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა კაცუძი აბემ ჯგუფის იაპონური ტურის დროს 1966 წლის ზაფხულში გადაიღო.,
ფოტოგრაფი 2008 წელს გარდაიცვალა. ეს ფოტოები მისმა ვაჟმა ამ წლის აპრილში მამის სამუშაო მაგიდის მოწესრიგებისას აღმოაჩინა. მისი თქმით, ფოტოები მაგიდაზე კონვერტში იყო ჩალაგებული.
ამ აღმოჩენის შემდეგ აბეს შვილმა მუსიკალურ გამოცემაში ფირი მიიტანა, რომელიც თავის მხრივ ამ სფეროს ექსპერტს დაუკავშირდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ სამოცი ფოტოდან, მხოლოდ ერთი - ხანედას აეროპორტში გადაღებული ფოტო იყო გამოქვეყნებული. მათგან 37 კადრი  დასკვნით კონცერტზე იყო გადაღებული, რომლის ჩანაწერიც არ არსებობს. შესაბამისად, ეს ფოტოები ძალიან ძვირფასია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment