Pages

Saturday, June 16, 2018

რით ემუქრება წულუკიანი "ოცნებას"?

ახა­ლი პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტუ­რა ცნო­ბი­ლია, ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახა­ლი სამ­თავ­რო­ბო კა­ბი­ნე­ტის წარ­დგე­ნას ელის. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბის იუს­ტი­ცი­ის უც­ვლე­ლი მი­ნის­ტრი - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, პოსტს ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­შიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ახერ­ხებს წუ­ლუ­კი­ა­ნი ბოლო ექ­ვსი წლის მან­ძილ­ზე შე­უც­ვლე­ლი იყოს, მა­შინ როცა მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილ­ში და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში პრო­ტეს­ტის ტალ­ღა აგორ­და, მის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო.
კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც ხო­რა­ვას ქუ­ჩის ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გა­დად­გა, თბი­ლი­სი საპ­რო­ტეს­ტო მუხტმა მო­იც­ვა, გამ­წვავ­და კი­თხვე­ბი წუ­ლუ­კი­ა­ნის და მისი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი უწყე­ბე­ბის მი­მართ, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა „ოც­ნე­ბის“ შიგ­ნი­თაც გაჩ­ნდა. თუმ­ცა, წუ­ლუ­კი­ა­ნი მთავ­რო­ბას "გუნ­დის ჩა­ძირ­ვით" ემუქ­რე­ბა და კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით აშან­ტა­ჟებს კი­დეც. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 12 ივ­ნი­სის შეხ­ვედ­რა­ზე, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხო­ვა, კონ­კრე­ტუ­ლად წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­სა­მარ­თით პრე­ტენ­ზია არ გა­მო­უთ­ქვამს.ის, რომ უკვე 6 წე­ლია იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი უც­ვლე­ლად ინარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას, თა­ნაც შეც­დო­მე­ბის და აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რს უჩ­ნდე­ბა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი.
პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის თქმით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი ვაჭ­რო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. თუმ­ცა, ვინ რა ფორ­მას გა­მო­ი­ყე­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სარ­ჩე­ნად, ამა­ზე სა­უ­ბა­რი უჭირს:წუ­ლუ­კი­ა­ნის წას­ვლა­ზე ად­რეც იყო სა­უ­ბა­რი, მა­შინ რო­დე­საც სტრას­ბურ­გში მო­სა­მარ­თლე­თა შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლის კან­დი­და­ტუ­რა ორ­ჯერ ჩა­ვარ­და. თუმ­ცა, თუ რა მე­ქა­ნიზ­მმა იმოქ­მე­და და რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა პოს­ტი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. მე­ო­რეს მხრივ მა­მუ­კა არე­ში­ძემ გუ­შინ აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თულ მხა­რე სტრას­ბურ­გში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრწყინ­ვა­ლედ გა­მო­ვი­და და ასე­თი უსუ­სუ­რი რუ­სე­თი ჯერ არ მი­ნა­ხავ­სო. ასე რომ, მის მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში არის რო­გორც შავი ისე თეთ­რი ლა­ქე­ბი და შე­იძ­ლე­ბა თეთ­რი ლა­ქე­ბის გამო მსჯე­ლო­ბენ სხვა­ნა­ი­რად. ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. მთა­ვა­რია პარ­ტია არ და­ზა­რალ­დეს მისი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს.წუ­ლუ­კი­ან­მა რით შე­იძ­ლე­ბა და­შან­ტა­ჟოს თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ ვიცი. რო­გორც წესი ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან გა­მი­გია, წვდო­მა აქვთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე. რო­დე­საც „ვა­კან­სი­ე­ბი“ ჩნდე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და კონ­კუ­რენ­ცია მა­ღა­ლია შიდა და­პი­რის­პი­რე­ბაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტია, ასე­თი რამ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში ხდე­ბა“, - გვი­თხრა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.
ახალ მი­ნის­ტთა კა­ბი­ნეტ­ში თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­საძ­ლო დარ­ჩე­ნამ, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში აღ­შფო­თე­ბა უკვე გა­მო­იწ­ვია. ისი­ნი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ მო­რიგ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას თბი­ლის­ში.
"არ ვიცი რა ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, ან რა წვლი­ლი აქვს, რომ უკვე 6 წე­ლია ინარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას. მაგ­რამ ფაქ­ტია, თით­ქმის ყვე­ლა მი­ნის­ტრი შე­იც­ვა­ლა მის გარ­და და ფაქ­ტია ისიც, რომ ამ სფე­რო­ში გა­მოწ­ვე­ვე­ბი რჩე­ბა და ყვე­ლა­ზე მე­ტად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას ეკის­რე­ბა იმ გა­უ­ტა­რე­ბელ რე­ფორ­მებ­ზე, რო­მე­ლიც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სფე­რო­ში ხდე­ბა“ - უთხრა AMBEBI.GE-ს "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ მი­ხელ ბე­ნი­ძემ.
მი­სი­ვე თქმით, თუ წუ­ლუ­კი­ა­ნი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს პო­ზი­ცი­ას, ეს იქ­ნე­ბა მა­ნიშ­ნე­ბე­ლი, რომ მთავ­რო­ბა ვერ ხვდე­ბა, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს დღეს ქვე­ყა­ნა­ში.
„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლის აზ­რით, წუ­ლუ­კი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბას, შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბით ინარ­ჩუ­ნებ­დეს. "თუკი წუ­ლუ­კი­ა­ნი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას, ნიშ­ნავს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რი იც­ვლე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­ზე­დაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ჰქონ­დათ კი­თხვე­ბი. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას მოჰ­ყვა მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და არა ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს, რა­ზეც ყუ­რა­დღე­ბა იყო გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მის დროს.
თუკი დარ­ჩე­ბა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ფორ­მე­ბი ისე­თი­ვე ნელი ტემ­პით და ხარ­ვე­ზე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა, რო­გორც აქამ­დე. რაც კვლავ გა­მო­იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ მღელ­ვა­რე­ბას და საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს. სრუ­ლი­ად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მოხ­დეს აქ­ცი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ლო­დი­ნი უკავ­შირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა თვალ­ნა­თე­ლია. პრო­კუ­რო­რია დღე­დღე­ზე ასარ­ჩე­ვი და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თუ ისევ წუ­ლუ­კი­ა­ნი დარ­ჩა, მი­ვი­ღებთ ისევ შო­თა­ძის და მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის მსგავს პრო­კუ­რო­რებს" - გვი­თხრა ცქი­ტიშ­ვილ­მა.
„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, წუ­ლუ­კი­ან­თან პრო­კუ­რო­რის არ­ჩე­ვის სა­კი­თხზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ ბო­ი­კო­ტი­რე­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ. "მხო­ლოდ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე კმა­რა იმის­თვის, რომ თვალ­ნა­თე­ლი გახ­დეს, ვის და რა ფორ­მით შე­არ­ჩევს წუ­ლუ­კი­ა­ნი მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად. ამ მი­ნის­ტრთან კონ­კრენ­ტულ და სხვა მსგავს სა­კი­თხებ­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია თა­ნამ­შრომ­ლო­ბა" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ცქი­ტიშ­ვილ­მა.
წუ­ლუ­კი­ა­ნის პოსტზე დარ­ჩე­ნას აფა­სებს იუ­რის­ტი ლია მუ­ხა­შავ­რი­აც. "წარ­მოდ­გე­ნაც კი მი­ჭირს, რით შე­იძ­ლე­ბა აშან­ტა­ჟებ­დეს წუ­ლუ­კი­ა­ნი მთავ­რო­ბას, ან რა გზით ახერ­ხებს თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ის, რომ პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად ადა­მი­ა­ნი კვლავ ინარ­ჩუ­ნებს პოსტს, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, მეტი რომ არა­ფე­რი ვთქვა“ - გვი­თხრა იუ­რის­ტმა.
ანა­ლი­ტი­კოს ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძის აზ­რით კი, წუ­ლუ­კი­ანს აქვს გარ­კვე­უ­ლი საქ­მე­ე­ბი, რო­მე­ლიც და­უმ­თავ­რე­ბე­ლია და შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ გზით ინარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას.
"არ ვიცი წუ­ლუ­კი­ან­მა რით შე­იძ­ლე­ბა და­ა­შან­ტა­ჟოს ივა­ნიშ­ვი­ლი, ან მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და რა თემა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამის­თვის. მეს­მის, როცა სუ­ბე­ლი­ან­ზე ვრცელ­დე­ბო­და რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, თუმ­ცა ივა­ნიშ­ვი­ლის და­შან­ტა­ჟე­ბა სუ­ბე­ლი­ა­ნის­გა­ნაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. წუ­ლუ­კი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლოა არის რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი სა­უბ­რე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მო­დი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან. რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი წონა ამ პო­ლი­ტი­კო­სებს გა­აჩ­ნი­ათ.ასე­ვე არის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობს წუ­ლუ­კი­ა­ნი - ჰა­ა­გა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის პრო­ცე­სი და სტრას­ბურ­გი, რომ­ლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი პრო­ცე­სი გა­სულ თვე­ში ვი­ხი­ლეთ. ამ პრო­ცე­სე­ბის წამ­ყვა­ნი არის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და ვთვლი, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ბო­ლომ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნოს, რად­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბია“ - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს სა­ლუქ­ვა­ძემ.
„რაც უფრო დიდი ხა­ნია იქ­ნე­ბა წუ­ლუ­კი­ა­ნი, მით უფრო გა­ი­წე­ლე­ბა სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა და და­ზი­ან­დე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, - ამ კო­მენ­ტარს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის" გამ­გე­ო­ბის წევ­რი გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძე აკე­თებს.
"არ ვიცი რა ფორ­მით ახერ­ხებს თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, არა­და რა­მაც მთავ­რო­ბის შეც­ვლა გა­ნა­პი­რო­ბა, ეს იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კრი­ზი­სის გამო და ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ვე­ლი ვინც უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, იყო თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, თუ მთავ­რო­ბა ფიქ­რობს, რომ პრე­მი­ე­რის გა­და­ყე­ნე­ბით ვი­თა­რე­ბას და­ას­ტა­ბი­ლუ­რე­ბენ და ხალ­ხის პრო­ტესტს ჩა­ახ­შო­ბენ. რაც უფრო დიდი ხანი იქ­ნე­ბა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­მი­ნის­ტრო­ში, მით უფრო დიდი ხანი გა­ი­წე­ლე­ბა სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, და­ზი­ან­დე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ - გვე­უბ­ნე­ბა მშვე­ნი­ე­რა­ძე.
შე­გახ­სე­ნებთ, მმარ­თველ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე შერ­ჩე­უ­ლი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის კან­დი­და­ტუ­რა პრე­ზი­დენს უკვე წა­რუდ­გი­ნა. ამის შემ­დეგ, კონ­სტი­ტუ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, შვი­დი დღის ვა­და­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად სწო­რედ უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტი წა­რად­გი­ნოს, ხოლო თა­ვის მხრივ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი ასე­ვე შვი­დი დღის ვა­და­ში შე­არ­ჩევს მი­ნის­ტრთა კან­დი­და­ტუ­რებს და პარ­ლა­მენტს მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად წა­რუდ­გენს.
პარ­ლა­მენ­ტი მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის წარ­დგე­ნი­დან შვი­დი დღის ვა­და­ში გა­ნი­ხი­ლავს და კენ­ჭს უყ­რის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს. მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად პარ­ლა­მენტს და­სამ­ტკი­ცებ­ლად სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მაც წა­რედ­გი­ნე­ბა.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment