Pages

Saturday, June 2, 2018

ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება

ალექსნდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს ბელარუსი-რუსეთის საზღვარზე მესაზღვრეების ყოფნის ფორმატთან დაკავშრებით ჩამოყალიბება მოსთოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინსკი საზღვრის ჩაკეტვას გადაწყვეტს.
ორი ქვეყანის საზღვარზე სასაზღვრო კონტროლთან დაკავშრებულ პობლემებზე ლუკაშენკომ კობრინის რაიონში სასაზღვრო პუნქტის „დივინის“ მონახულებისას ისაუბრა. ბელარუსის პრეზიდენტის უკმაყოფილების მიზეზი რუსეთის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში საზღვარზე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამმართველოს სასაზღვრო სამსახურის საშტატო დანაყოფის განთავსება გადაწყვიტა და შესაბამისი ინფრასტრუქტრა მოაწყო.
მოსკოვი გადაწყვეტილებას საზღვარზე მესამე ქვეყნის წარმომადგენელთა კონტროლით ასაბუთებს და ამტკიცებს რომ კონტროლის გამკაცრება ბელარუსის მოქალაქეებზე არ ვრცელდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment