აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა სრული დატვირთვით დღეიდან განაახლა. კონსერვაციის შემდეგ, ქარხნის სრული ამუშავებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქარხნის ეზოში გაიმართა და ღვაწლმოსილი თანამშომლები სიგელებით დააჯილდოვეს.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძემ, „აგარის შაქრის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სავაშ უზანმა, „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლის წარმომადგენელმა საქართველოში ნიკოლოზ ნათბილაძემ და შიდა ქართლის მთავრობის წარმომადგენლებმა თანამშრომლებს მუშაობის განახლება მიულოცეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ქარხანა სრული დატვირთვით წლის ბოლომდე იმუშავებს. მასში 500-მდე ადამიანია დასაქმებული
2017 წლის 1 ნოემბრიდან აგარის შაქრის ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა და გადავიდა კონსერვაციაზე. საქართველოს მთავრობასა და „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. მხარეთა შეთანხმებით შემუშავდა „აგარის შაქრის კომპანიისათვის“ მხარდაჭერის პაკეტი, რის შედეგადაც, ქარხანა მუშაობას სრულად 2 ივნისიდან განაახლა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment