Pages

Thursday, June 21, 2018

დარჩება თუ არა ერდოღანი სამუდამოდ? - "კოჭლი იხვის" მაქინაციები გამარჯვებისთვის

თურ­ქე­თის ვა­დამ­დელ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთ კვი­რა­ზე ნაკ­ლე­ბი დარ­ჩა და ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც ახლა ქვე­ყა­ნა­შია, აჩ­ვე­ნებს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა არც ამ არ­ჩევ­ნებ­ზე და არც უახ­ლო­ე­სი წლე­ბის მან­ძილ­ზე არ შე­იც­ვლე­ბა... თურ­ქეთ­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია კი­დევ იმით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტოს­თან ერ­თად, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბიც ტარ­დე­ბა.
ამას­თან, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ძა­ლა­ში შევა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, 2017 წლის აპ­რილ­ში თურ­ქეთ­ში რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­და, რაც ერ­დო­ღა­ნის გან­მარ­ტე­ბით, მა­შინ არ­სე­ბუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი...
გახ­დე­ბა თუ არა პრე­ზი­დენ­ტი კი­დევ ერთხელ რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი, რო­მე­ლივ 15 წელ­ზე მე­ტია ქვეყ­ნის სა­თა­ვე­შია, თუმ­ცა ამ­ჯე­რად გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დი­თა და ძა­ლა­უფ­ლე­ბით, ეს 24 ივ­ნისს არ­ჩევ­ნებ­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი...ერ­დო­ღან­მა უკვე მი­მარ­თა თურქ ამომ­რჩევ­ლებს და მო­უ­წო­და, 24 ივ­ნისს არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ვიდ­ნენ და მას და­უ­ჭი­რონ მხა­რი. „და­სავ­ლე­თი 24 ივ­ნი­სის არ­ჩევ­ნებს ელო­დე­ბა. რისი ნახ­ვა სურთ მათ? - ერ­დო­ღა­ნის მარ­ცხის. მზად ხართ და­სავ­ლეთს გაკ­ვე­თი­ლი ჩა­უ­ტა­როთ? მე მჯე­რა, რომ თქვენ მათ ამ გაკ­ვე­თილს ჩა­უ­ტა­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ქე­თის ლი­დერ­მა სტამ­ბოლ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მი­ტინგზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გად პო­ლი­ტი­კურ სუ­რათს, თურ­ქულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ ძველ შეც­დო­მებ­ზე ის­წავ­ლა და ერ­დო­ღა­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ან­და... თურ­ქე­თის სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ცენ­ტრის ცნო­ბით, ბოლო ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის რე­ი­ტინ­გი 47,1%-მდე და­ე­ცა. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ეს არ არის საკ­მა­რი­სი, რომ ერ­დო­ღან­მა პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვოს... მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენტს და­მა­ჯე­რებ­ლად არას­დროს გა­უ­მარ­ჯვნია, 2015 წელს მან 51,1% აიღო.
ერ­დო­ღა­ნის მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტია მუ­ხა­რატ ინჯე, რომ­ლის რე­ი­ტინ­გი, ერ­დო­ღა­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ მა­ტუ­ლობს - მას ამორმ­ჩევ­ლის 27,8% უჭერს მხარს. მე­სა­მე, ვინც თურ­ქეთ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, არის ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სი მე­რალ აქ­ში­ნე­რი, რო­მელ­საც ამომ­რჩე­ველ­თა 14,1% უჭერს მხარს.
სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ერ­დო­ღა­ნი პირ­ველ ტურ­ში 49%-ს აი­ღებს, მე­ო­რე­ში კი, 50,5%-ს. თუმ­ცა, ეს კვლე­ვე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ცენ­ტრის მიერ არის წარ­მო­ე­ბუ­ლი.
სხვა კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბით, 16% "თა­ვი­სუ­ფა­ლი რჩე­ბა". პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტის ილ­შატ სა­ე­ტო­ვის თქმით, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ერ­დო­ღან­სა და ოპო­ზი­ცი­ას ახლა, ერ­დო­ღა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს მან­ქა­ნე­ბის და­უნ­დო­ბე­ლი ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თნა­ი­რი შან­სე­ბი აქვთ.
საქ­მე ის არის, რომ თუ მუ­ხარ ინჯე მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვა, ის ქურ­თე­ბის ხმის გა­და­ბი­რე­ბა­საც შეძ­ლებს და იმ ამომ­რჩევ­ლის ხმებ­საც მო­ი­პო­ვებს, რომ­ლე­ბიც “ორ უა­რესს შო­რის უკე­თე­სის არ­ჩე­ვას ცდი­ლობ­დნენ და ერ­დო­ღანს უჭერ­დნენ მხარს”.
ის­ლა­მის­ტე­ბი ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნე­ბენ თვალს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კან­დი­დატს და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სუ­რა­თი არც ისე მარ­ტი­ვია, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს, რად­გან მა­თი­ვე მო­საზ­რე­ბით, ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით, “თუ ერ­დო­ღა­ნი მეტ­ნაკ­ლე­ბად მა­ინც სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს ჩა­ა­ტა­რებს, “მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი­სა და ინ­ჯეს ხმე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რად გა­ი­ყო­ფა.”
"სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი, ერ­დო­ღა­ნი პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვებს და ყვე­ლა­ფე­რი ისე წა­რი­მარ­თე­ბა, რო­გორც მისი პრო­პა­გან­დის მან­ქა­ნა პროგ­ნო­ზი­რებს და ერ­დო­ღა­ნი 2029 წლამ­დე “იმე­ფებს" თურ­ქეთ­ში... თუმ­ცა, თუ ჯან­მრთე­ლო­ბა შე­უ­წყობს ხელს, ასე­ვე შე­უძ­ლია 2037 წლამ­დეც დარ­ჩეს..." - წერს სა­ე­ტო­ვი.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment