Pages

Thursday, June 21, 2018

როგორ მივიღოთ უცხოური განათლება - საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რჩევები

ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლის მსურ­ველ­თა რი­ცხვი და იმის გა­სარ­კვე­ვად თუ რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შე­უძ­ლი­ათ ახალ­გაზ­რდებს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­დნენ, ვე­სა­უბ­რეთ სტუ­დენ­ტებ­სა და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს, რომ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მე­ბით მი­ი­ღეს უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა.
ჩვე­ნი ერთ-ერთი რეს­პონ­დენ­ტი 27 წლის თა­მა­რი იუ­რის­ტია და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ-ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს. უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი და­ეხ­მა­რა. მან გა­ნა­ცხა­დი ცენ­ტრის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე შე­ი­ტა­ნა და აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბი­სა და გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ სტი­პენ­დია მო­ი­პო­ვა გერ­მა­ნი­ა­ში, ფრიდ­რიხ ში­ლე­რის სა­ხე­ლო­ბის იე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლებ­ლად. მის­თვის უცხო­ეთ­ში სწავ­ლი­სას ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის თან­ხვედ­რა და მორ­გე­ბა იყო იქ არ­სე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას­თან.სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ ჩემი გულ­წრფე­ლი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ მხო­ლოდ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პრო­დუქ­ტე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლონ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ისარ­გებ­ლონ შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ბა­კა­ლავ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რათა შემ­დგომ დო­ნე­ებ­ზე, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა მათ­თვის ბევ­რად მარ­ტი­ვი და ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლი იყოს" - გვე­უბ­ნე­ბა თა­მა­რი და სტუ­დენ­ტებს ურ­ჩევს:
  • სა­წყი­სი ეტა­პი­დან­ვე იყ­ვნენ პრო­ფე­სი­უ­ლად აქ­ტი­უ­რე­ბი
  • შე­ე­ცა­დონ მი­მი­მუმ ერთ უცხო ენას (გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­გლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი) მა­ინც და­ე­უფ­ლონ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე
  • ზუს­ტად გან­სა­ზღვრონ რა პროგ­რა­მა­ზე სურთ სწავ­ლა, და­ა­ვიწ­რო­ვონ სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია
  • მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო და­უთ­მონ აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბას
  • გა­მოკ­ვე­თონ მათი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, არას­დროს და­წე­რონ ზო­გა­დი სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი და იყ­ვნენ კონ­კრე­ტუ­ლე­ბი!
თა­მა­რის მსგავ­სად, თამ­თა­მაც გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო. მან და­ფი­ნან­სე­ბა ლიტ­ვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი საგ­რან­ტო პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მო­ი­პო­ვა (http://www.stipendijos.lt/en). აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღონ ლიტ­ვის ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლე­ბელ­ში 2-წლი­ან მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სას­წავ­ლებ­ლად და და­მა­ტე­ბით ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ი­ღონ 380 ევრო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად.
სტი­პენ­დი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად თამ­თას დას­ჭირ­და ჩა­რი­ცხვის წე­რი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, აპ­ლი­კა­ცი­ის ფორ­მის შევ­სე­ბა და ბა­კა­ლავ­რთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­წო­დე­ბა. ლიტ­ვა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას მის­თვის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და ის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა (კუ­რი­კუ­ლუ­მი) აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მე­ტად ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მის სა­ჭი­რო­ე­ბებს და არ სთა­ვა­ზობ­და რუ­ტი­ნულ საგ­ნებს. რო­გორც ქარ­თველ­მა მა­გის­ტრან­ტმა აღ­ნიშ­ნა, უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბა სწავ­ლის ან თუნ­დაც სხვა მიზ­ნით, არ არის ად­ვი­ლი:"გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო და ხალ­ხია, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სტუ­დენ­ტი უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა იმის გამო, რომ ვერ შე­ე­გუა გა­რე­მოს. თუმ­ცა, ეს გა­მოწ­ვე­ვა ად­ვი­ლად დაძ­ლე­ვა­დია. იმ ახალ­გაზ­რდებს ვინც გეგ­მავს სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ვურ­ჩევ, რომ ისი­ა­მოვ­ნონ იმ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მო­თი და ხალ­ხით, ვინც იქ დახ­ვდე­ბათ" - გვი­თხრა თამ­თამ.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
უცხო­ეთ­ში სწავ­ლა­ზე გვე­სა­უბ­რა ანას­ტა­სია, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ ბიზ­ნეს სკო­ლა­ში მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯმენტს სწავ­ლობს. მან აღ­ნიშ­ნა, რომ უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა არ არის მხო­ლოდ ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც სწავ­ლის პრო­ცეს­ში იღებ, არა­მედ ეს პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­ცაა. ანას­ტა­სია საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მით მოხ­ვდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გრან­ტის­თვის გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის ვებ-გვერ­დი­დან შეძ­ლო და სტი­პენ­დია არა მხო­ლოდ სწავ­ლის, არა­მედ ყო­ველ­თვი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის­თვი­საც მო­ი­პო­ვა."სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის დროს არა­ერთ გა­მოწ­ვე­ვას შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდე, თუნ­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა უმე­ტე­სი მათ­გა­ნის გა­და­ლახ­ვა უფრო მე­ტად გიმ­ტკი­ცებს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას და გმა­ტებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას. მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს ვურ­ჩევ, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის ყო­ვე­ლი წამი და მუ­დამ იზ­რუ­ნონ რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ისე პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რთუ­ლია, ხან­გრძლი­ვია და გზად და­ნე­ბე­ბის ბევ­რი ცდუ­ნე­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ფი­ნიშს რომ მი­აღ­წევთ, ისეთ კმა­ყო­ფი­ლე­ბას იგ­რძნობთ, უკან გა­ი­ხე­დავთ და გა­ი­ფიქ­რებთ, რომ ამ შეგ­რძნე­ბის­თვის კი­დევ უფრო მეტი თავ­გან­წირ­ვაც ღირ­და... და მერე ახა­ლი მა­რა­თო­ნი და­ი­წყე­ბა“ - ამ­ბობს ანას­ტა­სია.
უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე გვე­სა­უბ­რა კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი ნა­თია, რო­მე­ლიც აშშ-ში, სენტ ლუ­ის­ში მდე­ბა­რე ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ლან­დშაფ­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე სწავ­ლობს, სწავ­ლის 75%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით. მისი თქმით, აშშ-ის თით­ქმის ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს შიდა და­ფი­ნან­სე­ბა (ე.წ. faculty scholarship). ეს გრან­ტი შე­ად­გენს არა­უ­მე­ტეს სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დის 75%-ს. ნა­თი­ას თქმით, კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და სას­წავ­ლო გრან­ტის მი­ღე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­მოც­დე­ბის შე­ფა­სე­ბებ­ზე, პორ­ტფო­ლი­ო­ზე, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და ა.შ.სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გარ­და, ბუ­ნებ­რი­ვია სა­ჭი­როა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვაც, რის­თვი­საც თან­ხის მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა ფონ­დებ­სა და ცენ­ტრებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვერ ხერ­ხდე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვა. ნა­თი­ას შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და და მან მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლო ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა და ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა. ამ­ჟა­მად კი გა­დატ­ვირ­თულ სას­წავ­ლო გრა­ფიკ­თან ერ­თად, 2 სამ­სა­ხურ­ში (ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში) უწევს მუ­შა­ო­ბა და ხში­რად ღა­მის გა­თე­ვის ხარ­ჯზე ახერ­ხებს მე­ცა­დი­ნე­ო­ბას.
„გა­რე­მო აქა­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­მო­სახ­ვის ფარ­გლებს სცდე­ბა. დამ­ხვდა სა­ოც­რად მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო, მთლი­ა­ნად სტუ­დენ­ტებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მა. აქ არ გაქვს ერთი სა­ა­თიც კი მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა. თუმ­ცა, ასე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი სწავ­ლის შე­დე­გიც შე­სა­ბა­მი­სია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პა­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და დაგ­რო­ვი­ლი, ვთვლი, რომ ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვლამ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. "იძუ­ლე­ბუ­ლი" გამ­ხა­და, რომ გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის და გან­ზო­მი­ლე­ბის იდე­ე­ბის­თვის გა­მე­ღო კარი, ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი მა­ში­ნაც კი, როცა და­სა­წყის­ში­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და" - ამ­ბობს ნა­თია და თა­ნა­ტო­ლებს ურ­ჩევს, მზად იყ­ვნენ გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­საც­ნო­ბად, რად­გან სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აპოვ­ნი­ნე­ბენ გზას პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment