სიზმარში დამემშვიდობა, გავიღვიძე და გიო მართლა აღარ იყო..." - უცნობი ისტორიები და მეგობრების ემოციური მოგონებები გიო ხუციშვილზე
გიოს ვერ დავემშვიდობე... ასე დავწერე კიდეც: "დროებით ჩემო ძმობილო, დროებით" - გვეუბნება კულტურის პალატის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მომღერალ გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნის ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთა და მომღერალს ბოლომდე გვერდით დაუდგა.უამრავი ადამიანი განიცდის გიო ხუციშვილის გარდაცვალებას და
გულწრფელად ემშვიდობებიან ადამიანს, რომელიც მართლაც დააკლდა ქალაქს. თითოეულს თავისი გიო ხუციშვილი ჰყავს და დღეს AMBEBI.GE-სთან ამ მოგონებებს აცოცხლებენ...
"როდესაც ვუთხარი, რომ მისი ვარსკვლავი უნდა გაგვეხსნა, მისი ბედნიერი სახე უნდა გენახათ - უცბად მოძლიერდა. მე, მისი მეუღლე, ბაკურ ბაკურაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი ვიყავით და როდესაც დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი საღამო, რაღაც მომენტში თქვა - არა, ეს არ გამოვა. რატომ-მეთქი? ცუდად ვარ და მთელი კონცერტის განმავლობაში ვერ ვიმღერებო. ვუთხარი, სხვები იმღერებენ, ბოლოს გამოხვალ და მაყურებელს მოეფერები-მეთქი. ეს მოეწონა, კარგია, მაყურებელს მართლა მინდა მოვეფერო და დიდი მადლობა ვუთხრა წლების განმავლობაში იმ სიყვარულისთვის, რასაც მათგან ვგრძნობო..
No comments:
Post a Comment