Pages

Saturday, June 16, 2018

ქალის სახელი ლენინის პატივსაცემად - საქართველოში გავრცელებული 35 სახელის განმარტება

ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერს აინ­ტე­რე­სებს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა – თუ რას ნიშ­ნავს, რო­დის და რო­გორ წარ­მო­იშ­ვა ის. ამის­თვის ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს ცნო­ბილ რუბ­რი­კას - "ქარ­თუ­ლი გვარ-სა­ხე­ლე­ბი", რომ­ლის მი­მართ მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის დი­დია.
გთა­ვა­ზობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბულ ქა­ლის სა­ხე­ლებს. თემა მომ­ზა­დე­ბუ­ლია პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძის მიერ წლე­ბის წინ და­მუ­შა­ვე­ბულ და შედ­გე­ნი­ლი წიგ­ნის - "რა გქვია შენ?" მი­ხედ­ვით.
მაია - ძვე­ლი ინ­დუ­რი ღვთა­ე­ბის – ბუ­დას დე­დას ერ­ქვა. ასე­ვე ეწო­დე­ბა მერ­კუ­რის ანუ ჰერ­მე­სის დე­დას ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში. მა­ი­კო - მაია-ს, მა­რი­ამ-ის ან მაკ­რი­ნე-ს სა­ა­ლერ­სო ფორ­მაა. ამ სა­ხით მხო­ლოდ ქარ­თულ­ში წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა.
მაკა - ევ­რო­პულ ენებ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ფორ­მაა, მი­ღე­ბუ­ლი ისე­თი სა­ხე­ლე­ბის შე­მოკ­ლე­ბის გზით, რო­გო­რი­ცაა მაკ­რი­ნე, მა­რია, მარ­გა­რი­ტა და სხვ.მად­ლე­ნა – წარ­მო­ად­გენს მაგ­და­ლი­ნა-ს ფრან­გულ ფორ­მას, ჩვენ­ში ახა­ლი ნა­სეს­ხე­ბია (შე­ა­და­რეთ მაგ­დას, მაგ­და­ნას).
მა­თი­კო - ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია, მი­ღე­ბუ­ლი მარ­თა-ს მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მი­სა­გან.
მაკ­რი­ნე - (ლა­თი­ნუ­რი) "ხმე­ლი," "გამ­ხდა­რი". მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია ქარ­თულ­ში და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხე­ლე­ბად ქცე­უ­ლი მა­ი­კო და მაკა, აგ­რეთ­ვე მაკო.
მა­ნა­ნა - (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი) ბიბ­ლი­უ­რი სა­ხე­ლია, ნიშ­ნავს "მცი­რეს," "ცით მოვ­ლე­ნილს", გა­და­ტა­ნით "ზე­ცი­ურ პურს" (რო­მელ­საც ღმერ­თი უგ­ზავ­ნი­და სამ­შობ­ლო­დან დევ­ნილ ებ­რა­ე­ლებს). ქა­ლის სა­ხე­ლად გან­სა­კუთ­რე­ბით ფარ­თოდ გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.მარ­გა­ლი­ტა - (ლა­თი­ნუ­რი) "მარ­გა­ლი­ტი". პირ­ვე­ლა­დი ფორ­მაა მარ­გა­რიტ(ა), შე­მოკ­ლე­ბუ­ლი – მარ­გო.
მა­რეხ - (არა­ბუ­ლი) "მარ­სი". პა­რა­ლე­ლუ­რი ფორ­მაა მა­რიხ. პი­როვ­ნულ სა­ხე­ლე­ბად გვხვდე­ბა ამ პლა­ნე­ტის ლა­თი­ნუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბაც – ვე­ნე­რა, ქარ­თუ­ლიც – ცის­კა­რა.
მარ­თა - (არა­მე­უ­ლი) "ქალ­ბა­ტო­ნი," "დი­ა­სახ­ლი­სი". მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა ქარ­თულ­ში მა­თი­კო. მარ­თა ერ­ქვა ქრის­ტეს მე­გობ­რის ლა­ზა­რეს დას, მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დას, რო­მე­ლიც იხ­სე­ნი­ე­ბა სა­ხა­რე­ბა­ში: "იყო ვინ­მე დე­და­კა­ცი, რომ­ლი­საი სა­ხე­ლი მარ­თა, და შე­იყ­ვა­ნა თა­ვა­დი სა­ხიდ (სახ­ლში) თვი­სა" (ლუკა 10, 38).
მა­გუ­ლი - (ქარ­თუ­ლი) მეგ­რუ­ლად ნიშ­ნავს "მსგავსს".
მა­რი­ამ - (ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი) მო­ე­პო­ვე­ბა რამ­დე­ნი­მე გან­მარ­ტე­ბა: 1. "შე­უ­პო­ვა­რი," "და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი", უარ­მყო­ფე­ლი"; 2. "მწა­რე"; 3. "ქალ­ბა­ტო­ნი"; 4. "საყ­ვა­რე­ლი უფ­ლი­სა". უფრო სარ­წმუ­ნოდ მი­იჩ­ნე­ვა პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა. მა­რი­ა­მი ერ­ქვა ყოვ­ლად­წ­მინ­და ღმრთის­მშო­ბელს, რომ­ლის წილ­ხვედ­რიც არის სა­ქარ­თვე­ლო. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სა­ხე­ლი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან­ვე ხში­რად გვხვდე­ბა ქარ­თულ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში. ქარ­თულ­ში მა­რი­ა­მის მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: მარო, მა­რი­კო, მა­ი­კო, მაშო, მა­ში­კო. ასე­თი სა­ა­ლერ­სო ფორ­მე­ბი სხვა ენე­ბი­და­ნაც არის შე­მო­სუ­ლი: მარი, მა­რი­კა, მა­რუ­სია. გვხვდე­ბა ამ ფუ­ძი­დან ნა­წარ­მო­ე­ბი გვა­რე­ბიც: მა­რი­ა­მი­ძე, მა­რი­ა­მუ­ლი.
მა­რი­ნა, მა­რი­ნე - (ლა­თი­ნუ­რი) "ზღვი­სა". ლა­თი­ნუ­რად ზღვას ეწო­დე­ბა მარე, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უდევს ვა­ჟის სა­ხე­ლებს: მა­რი­ან, მა­რინ, მარი, ხოლო ამათ­გან შემ­დეგ წარ­მოქ­მნი­ლია ქა­ლის სა­ხე­ლე­ბი: მა­რი­ნა||მა­რი­ნე, მა­რი­ა­ნა და სხვა. ხსე­ნე­ბულ პა­რა­ლე­ლურ ფორ­მა­თა­გან ქარ­თულ­ში ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია მა­რი­ნა (ნა­სეს­ხე­ბი სლა­ვუ­რი­დან), თუმ­ცა ის­ტო­რი­უ­ლად უფრო ძვე­ლი და ლა­თი­ნურ­თან ახ­ლოს მდგო­მი ფორ­მაა მა­რი­ნე.
მაყ­ვა­ლა - (ქარ­თუ­ლი) აღ­ნიშ­ნავს "შავ­ტუ­ხას," "შავგვრე­მანს". მნიშ­ვნე­ლო­ბის მხრივ შე­ა­და­რეთ მავ­რა, მე­ლა­ნია.
მეგი - მაგ­დას ინ­გლი­სუ­რი ფორ­მაა.
მე­დეა - ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია, გა­ურ­კვე­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა. გა­მოთ­ქმუ­ლია ვა­რა­უ­დი, რომ ეს სა­ხე­ლი შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ზმნას "მინ­და" (შდრ. ვა­ჟის სა­ხე­ლი მინ­დია) ე.ი. ნიშ­ნავ­დეს "სა­სურ­ველს," თავ­და­პირ­ვე­ლად კი - "გრძნე­ულს" (გ. რო­გა­ვა). მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა მე­დი­კო. ცნო­ბი­ლი ბერ­ძნუ­ლი მი­თის მი­ხედ­ვით, მე­დეა ერ­ქვა კოლ­ხე­თის მე­ფის ასულს, არ­გო­ნავ­ტე­ბის წი­ნამ­ძღოლ ია­ზო­ნის მე­უღ­ლეს (ძვ.წ.VIII ს.). არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ ამ სა­ხე­ლის­გან მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გის სა­ხელ­წო­დე­ბა – მე­დი­ცი­ნა.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
მერი - მა­რი­ამ-ის ინ­გლი­სუ­რი ფორ­მაა, რო­მე­ლიც ქარ­თულ­ში ახა­ლი შე­მო­სუ­ლია. ეს სა­ხე­ლი ჰქვია გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის პო­ე­ტუ­რი ოც­ნე­ბის ქა­ლიშ­ვილს, რო­მელ­საც პო­ეტ­მა მი­უ­ძღვნა რამ­დე­ნი­მე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლექ­სი.
მი­მო­ზა - თბილ ქვეყ­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რის სა­ხელ­წო­დე­ბაა, ქცე­უ­ლი პი­როვ­ნულ სა­ხე­ლად (მნიშ­ვნე­ლო­ბის მხრივ შე­ა­და­რეთ ია, ვარ­დო, ეძ­ნე­ლა...)
მი­რან­და - შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა მი­რან­დუხტ-ისა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ირა­ნუ­ლი სა­ხე­ლია და "მი­რი­ა­ნის ასულს" ან "ამი­რის (ბა­ტო­ნის) ასულს" ნიშ­ნავს (შე­ა­და­რეთ გუ­რან­დუხტ||გუ­რან­და "გუ­რა­მის ასუ­ლი," ნა­ხეთ კი­დევ ვა­ჟის სა­ხე­ლი მირ­ზა). ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ერთ დას გუ­რან­დუხ­ტი ერ­ქვა, მე­ო­რეს – მი­რან­დუხ­ტი. ეს სა­ხე­ლე­ბი სრუ­ლი ფორ­მით დღეს აღარ იხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ გვხვდე­ბა შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ხით: გუ­რან­და, მი­რან­და. ეს უკა­ნას­კნე­ლი ემ­თხვე­ვა ევ­რო­პულ სა­ხელს.
ნაზი - (ირა­ნუ­ლი) "კოხ­ტა". ძველ ირა­ნულ­ში ამ სა­ხელს ატა­რებ­დნენ კა­ცე­ბი, ახალ სპარ­სულ­ში და­უ­კავ­შირ­და ქალს. ქარ­თულ­ში მხო­ლოდ ქა­ლის სა­ხე­ლად გვხვდე­ბა. მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: ნა­ზია, ნაზო, ნა­ზი­კო.
ნა­ზიბ­რო­ლა - (ქარ­თუ­ლი) აკა­კი წე­რეთ­ლის პო­ე­მა "გამ­ზრდე­ლის" ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლია.
ნა­თე­ლა - (ქარ­თუ­ლი) ერთ-ერთი ძალ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლია ქა­ლი­სა, წი­ნათ კა­ცის სა­ხე­ლა­დაც გვხვდე­ბო­და (მნიშ­ვნე­ლო­ბის მხრივ შე­ა­და­რეთ: ლუკა, ლუ­კი­ნა, ფო­ტი­ნე, რო­ქ­სა­ნა, კლა­რა, ლუ­ცია, ლუ­ჩია, სვეტ­ლა­ნა და სხვ.). აქე­და­ნაა გვა­რე­ბი: ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, ნა­თე­ლა­ძე, ნა­თე­ლა­უ­რი. ნა­თე­ლა ჰქვია აკა­კი წე­რეთ­ლის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პო­ე­მის მთა­ვარ გმირს.
ნა­თია - (ქარ­თუ­ლი) ნა­თე­ლას პა­რა­ლე­ლუ­რი ფორ­მაა. გვხვდე­ბა ჯერ კი­დევ XV ს. დამ­დეგს: რო­გორც "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა" გვა­უ­წყებს, მეფე გი­ორ­გი VII-ს ცო­ლად ჰყავ­და ქუც­ნა ამი­რე­ჯი­ბის ასუ­ლი ნა­თია. ნა­თე­ლას მსგავ­სად, ნა­თია (ნა­თაი) გვხვდე­ბა კა­ცის სა­ხე­ლა­დაც (იხ­სე­ნი­ე­ბა, მა­გა­ლი­თად, სვა­ნე­თის კრე­ბის მა­ტი­ა­ნე­ში, რო­მელ­საც XIII ს. მე­ო­რე ნა­ხევ­რით ათა­რი­ღე­ბენ). მის­გან ჩანს მი­ღე­ბუ­ლი გვა­რე­ბი: ნა­თა­ძე, ნა­თი­ძე, ნა­თიშ­ვი­ლი.
ნა­ი­ლი - (არა­ბუ­ლი) "სა­ჩუ­ქა­რი". არა­ბულ­ში კა­ცის სა­ხე­ლია. ქა­ლის სა­ხე­ლად ქცე­უ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­ში ნა­ი­ლია-ს ფორ­მით.
ნა­ი­რა - (არა­ბუ­ლი) "ნა­თე­ლა".
ნანა - (ბერ­ძნუ­ლი) "პა­წა­წი­ნა". ეს სა­ხე­ლი ერ­ქვა ქარ­თლის დე­დო­ფალს, მი­რი­ა­ნის მე­უღ­ლეს, მო­ცი­ქულ­თა სწორს, რომ­ლის დრო­საც ქრის­ტი­ა­ნო­ბა დამ­კვიდ­რდა სა­ქარ­თვე­ლო­ში (IV ს.). არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ნანა შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ძვე­ლი ხე­თუ­რი ღვთა­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბას. მას­თან კავ­შირ­შია მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლიც.
ნანი - (ქარ­თუ­ლი) გვხვდე­ბა სვა­ნე­თის კრე­ბის მა­ტი­ა­ნე­ში (XIII ს.). ნა­ნა­სა და ნა­ნის მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: ნა­ნია, ნანო, ნა­ნი­კო, ნა­ნუ­კა.
ნა­ნუ­ლი - (ქარ­თუ­ლი) ესეც ნა­ნის სა­ა­ლერ­სო ფორ­მაა, ქცე­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხე­ლად.
ნარ­გი­ზა - (ბერ­ძნუ­ლი) პა­რა­ლე­ლუ­რი ფორ­მაა ნარ­გი­ზი. ან­ტი­კუ­რი მი­თის მი­ხედ­ვით, ნარ­კი­სი ანუ ნარ­ცი­სი ერ­ქვა თა­ვის თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ლა­მაზ ჭა­ბუკს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზის საჭ­ვრე­ტად სულ წყალ­ში იყუ­რე­ბო­და და ღმერ­თებ­მა ყვა­ვი­ლად აქ­ცი­ეს. ამ ყვა­ვი­ლის სა­ხე­ლი ქარ­თუ­ლად გად­მო­ი­ცე­მა ნარ­გი­ზის ფორ­მით და იგი ქა­ლის სა­ხე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. იგი სა­ერ­თოდ აღ­მო­სავ­ლეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქა­ლის სა­ხე­ლად, თვით ბერ­ძნულ­ში კი ნარ­კი­სი ანუ ნარ­ცი­სი ვა­ჟის სა­ხე­ლია, ნარ­კი­სა – ქა­ლი­სა. სა­ხე­ლის ფუ­ძეა ბერ­ძნუ­ლი ზმნა ნარ­კაო - "ვა­შე­შებ" (შე­ა­და­რეთ სი­ტყვა ნარ­კო­ზი).
ნელი - ელე­ნე-ს (ან კი­დევ მად­ლე­ნა-ს) მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა. ნა­სეს­ხე­ბია ევ­რო­პუ­ლი ენე­ბი­დან.
ნენე - (ქარ­თუ­ლი) "დე­დი­სა".
ნეს­ტან - ნეს­ტან-და­რე­ჯან-ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლია, ქცე­უ­ლი ცალ­კე სა­ხე­ლად. ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი მომ­დი­ნა­რე­ობს სპარ­სუ­ლი გა­მოთ­ქმი­სა­გან: ნესთ ან­და­რე ჯა­ჰან - "სწო­რუ­პო­ვა­რი," უფრო ზუს­ტად: "არ არის ქვეყ­ნად (მისი ტოლი)", ეს სა­ხე­ლი ჰქვია "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" მთა­ვარ გმირ ქალს. სრუ­ლი (კომ­პო­ზი­ტი­უ­რი) ფორ­მა, გარ­და "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­სა," და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებ­ში (იხ. სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ვე­ლე­ნი, III, 140). რო­გორც ნეს­ტა­ნი, ისე და­რე­ჯა­ნი გვხვდე­ბა ცალ-ცალ­კე სა­ხე­ლე­ბად.
ნი­ნელ-ი - (რუ­სუ­ლი) შე­და­რე­ბით ახა­ლი წარ­მოქ­მნი­ლი სა­ხე­ლია, რო­მელ­ში­აც ბო­ლო­დან იკი­თხე­ბა "ლე­ნინ".
ნია - (ბერ­ძნუ­ლი) "ახა­ლი".
ნინო - სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან დღემ­დე, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქა­ლის სა­ხე­ლია. ნინო ერ­ქვა ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბელს, მო­ცი­ქულ­თა სწორს. სა­ხე­ლის ეტი­მო­ლო­გია და­უდ­გე­ნე­ლია. ზო­გი­ერ­თის აზრი, შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ასი­რი­უ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ღვთა­ე­ბის სა­ხელს ნინ-ს (მის­გან­ვე მომ­დი­ნა­რე­ობს ასი­რი­ის დე­და­ქა­ლა­ქის სა­ხელ­წო­დე­ბა ნი­ნე­ვია). ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ნინო ამ ფორ­მით მხო­ლოდ ქარ­თვე­ლებ­ში გვხვდე­ბა და ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია. მას კავ­ში­რი არა აქვს ევ­რო­პულ ნინა-სთან, რო­მე­ლიც ანი­ნა, კა­ტა­რი­ნა, ჯო­ვა­ნი­ნა და სხვა მის­თა­ნა სა­ხელ­თა შე­მოკ­ლე­ბით არის მი­ღე­ბუ­ლი. ნი­ნოს მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მე­ბია: ნი­ნი­კო, ნი­ნუ­ცა, ნუცა, ნუ­ცი­კო. მის­გან ნა­წარ­მო­ე­ბია გვა­რი ნი­ნოშ­ვი­ლი.
ნონა - (ეგ­ვიპ­ტუ­რი) "ღვთი­სად­მი მი­ძღვნი­ლი," "ღვთი­სად­მი შე­წი­რუ­ლი". სხვაგ­ვა­რი ეტი­მო­ლო­გი­ით, ლა­თი­ნუ­რად ნიშ­ნავს "მე­ცხრეს" (ნა­წარ­მო­ე­ბია ნო­ნუს ვა­ჟის სა­ხე­ლი­სა­გან). ამ სა­ხე­ლის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით შე­უ­წყო ხელი სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­ჭად­რა­კის, მსოფ­ლი­ოს ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის პო­პუ­ლა­რო­ბამ.
ნორა - ელე­ო­ნო­რა-ს შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა.
ნუნუ - შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ძველ ეგ­ვიპ­ტურს, სა­დაც ‘ნუნ’ მთა­ვა­რი წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბის სა­ხე­ლია. ის იყო ყვე­ლა სხვა ღვთა­ე­ბის სა­თა­ვე, მა­რა­დი­უ­ლი წყლის ქა­ო­სი.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment