Pages

Monday, June 4, 2018

ხმალაძე: მემანქანეების გაფიცვას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება

მეტროს მემანქანეებმა დაარღვიეს როგორც კომპანიის შინაგანაწესი. ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა განაცხადა.
ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული მემანქანეების პასუხისმგებლობიის საკითხი დადგეს.
„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მემანქანეებს სასამართლოში დავის მიმდინარეობის პროცესში, სამუშაო საათებში შეუზღუდა გაფიცვის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სასამართლო გამოიტანდა საბოლოო გადაწყვეტილებას, მათ არ უნდა მიემართათ გაფიცვის უფლებისთვის. ეს არღვევს მოქალაქეების, დედაქალაქის ინტერესებს. ამ ყველაფრის მიუხედავად ამ ადამიანებმა მაინც მიმართეს  უკიდურეს ზომას, მოსახლეობის ინტერესების წინ  საკუთარი ინეტერესები დააყენეს. ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. იქნება ეს დისციპლინური პასუხიმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება, თუ სხვა პასუხისმგებლობები, ამაზე მოგვიანებით გაგცემთ პასუხს”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მანამდე მერმა ბრიფინგზე მემანქანეების ხელფასები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მათი ხელფასი პატრულის, მაშველის, მეხანძრის, სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლის ანაზღაურებას აღემატება.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.
პარალელურად მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება. მემანქანეების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს.
გუშინ სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეებს გაფიცვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებდა.
31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აკერძალათ.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment