Pages

Monday, June 4, 2018

საქართველოში ზაფხული ნორმაზე ცხელი იქნება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

სა­ქარ­თვე­ლო­ში ზა­ფხუ­ლი ნორ­მა­ზე ცხე­ლი იქ­ნე­ბა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.
სა­ა­გენ­ტო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WMO)-ს ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018 წლის ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის, ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­როს და კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ამინ­დის ფორ­მი­რე­ბას, წყნარ, ატ­ლან­ტი­კი­სა და ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს.
აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ო­ნებ­ში, ზა­ფხულ­ში ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მა­ზე (სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­წლი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა) მა­ღა­ლი, ხოლო ნა­ლე­ქე­ბი, ნორ­მა­ზე ნაკ­ლე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.
ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 60%-იანი ალ­ბა­თო­ბით ნორ­მა­ზე 1- 2 გრა­დუ­სით მა­ღა­ლი, ხოლო ნა­ლე­ქე­ბი 45%-იანი ალ­ბა­თო­ბით ნორ­მა­ზე ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.
ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის ნორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­სა და ბარ­ში +20, +23, მთა­ში +17, +20, მა­ღალ მთა­ში +14, +16 გრა­დუსს შე­ად­გენს.
ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ნა­ლე­ქე­ბის ნორ­მა შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში 500-580 მმ, კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე 250-500 მმ, მთა­ში 220-260 მმ, მა­ღალ მთა­ში 300-350 მმ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში 150-300 მთა­სა და მა­ღალ მთა­ში 190-300 მმ - ის ფარ­გლებ­შია.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment