Pages

Thursday, June 14, 2018

ვინ შეცვლის გიორგი კვირიკაშვილს და ვინ მიდის მთავრობიდან "სახლში

ვინ შეც­ვლის აწ უკვე ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მას შემ­დეგ რაც, კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა 13 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს გა­ა­კე­თა, ავ­ტო­მა­ტუ­რად უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა ყვე­ლა მი­ნისტრს და მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად ით­ვლე­ბი­ან.
კუ­ლუ­ა­რებ­ში მის შემ­ცვლე­ლად აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტუ­რას, უკვე მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებს - მაია ცქი­ტიშ­ვილს, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას. ყვე­ლა­ზე მა­ღალ ფსო­ნებს კი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­ზე დე­ბენ, მათ შო­რის პო­ლი­ტო­ლო­გე­ბიც და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბიც აქვთ.
კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში მუ­შა­ო­ბას აღარ გა­აგ­რძე­ლე­ბენ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი (რომ­ლის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ცი­აც გა­ი­მარ­თა), ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე.
ჯა­ნე­ლი­ძემ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ნიშ­ნე­ბა უკვე გა­ა­კე­თა კი­დეც: "მე ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი მაქვს, მაგ­რამ გუნდთან მექ­ნე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ამის შემ­დეგ ვი­სა­უბ­როთ", - გა­ნა­ცხა­და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა იმ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, აპი­რებს თუ არა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას.
ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ წუ­ლუ­კი­ანს დე­პუ­ტა­ტი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი შეც­ვლის, რა­საც პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­ზე, ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მე ჩემს როლს და ად­გილს პარ­ლა­მენ­ტის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ვხე­დავ", - და­წე­რა ჩუ­გოშ­ვილ­მა.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment