Pages

Friday, June 22, 2018

არიან თუ არა ნამყოფი ჯარში ქართველი დეპუტატები - "ვიხვეწებოდი წაყვანას, თუმცა როგორც დედისერთა არ წამიყვანეს..."

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნი­სას, ლე­ვან იზო­რი­ას მი­მარ­თა და დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.
„დე­პუ­ტა­ტებს გვაქვს სურ­ვი­ლი, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ჯა­რის­კა­ცე­ბის ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­როთ, მათ­თან ერ­თად გა­ვი­ა­როთ წვრთნა და მომ­ზა­დე­ბა და მივ­ცეთ მა­გა­ლი­თი ჩვენს შვი­ლებს, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სამ­სა­ხუ­რი დიდი პა­ტი­ვია. ვე­ლით თქვენს თან­ხმო­ბას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - მი­მარ­თა თა­ლაკ­ვა­ძემ თავ­დაც­ვის მი­ნისტრს.
AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, არი­ან თუ არა ქარ­თვე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი ჯარ­ში ნამ­ყო­ფი. რო­გორც ჩვენს მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა მცი­რე კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის 90%-ს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი გავ­ლი­ლი არ აქვს. ხოლო კონ­კრე­ტუ­ლად ვის რა სამ­ხედ­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი აქვს შე­ძე­ნი­ლი, ამას თა­ვად დე­პუ­ტა­ტე­ბის­გან შე­ი­ტყობთ.
კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი:
უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს 2-თვი­ა­ნი სამ­ხედ­რო კა­თედ­რა გა­ვი­ა­რე ბა­თუმ­ში და მი­ვი­ღე სა­მე­დი­ცი­ნო ლე­ი­ტე­ნა­ტის წო­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მომ­წონ­და ეს სწავ­ლე­ბის პე­რი­ო­დი. ახლა რე­ზერ­ვის­ტებ­ში დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვე­წე­რე­ბო­დი და წე­ლი­წად­ში ორი კვი­რით წა­ვი­დო­დი.
ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი:
ჯარ­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ. პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, სა­დაც სამ­ხედ­რო კა­თედ­რა გა­ვი­ა­რე და 40-დღი­ან წვრთნებ­ზე ვი­ყა­ვი ახალ­ქა­ლაქ­ში.
აკა­კი ზო­ი­ძე, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი:
ჯარ­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი და მა­შინ სტუ­დენ­ტებს არ იწ­ვევ­დნენ. მისი დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჯარი აღარ იყო. მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო იყო და ჯარი კი არა, ქვე­ყა­ნაც აღარ იყო.
სი­მონ ნო­ზა­ძე, მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი:
სამ­ხედ­რო კა­თედ­რა­ზე ვსწა­ლობ­დი და შემ­დეგ 2-თვი­ა­ნი შეკ­რე­ბა გა­ვი­ა­რე, სა­დაც გვას­წავ­ლეს და მოგ­ვამ­ზა­დეს ლე­ი­ტე­ნა­ტე­ბად. ასე­ვე გავ­ლი­ლი მაქვს უშიშ­რო­ე­ბის 6-თვი­ა­ნი უმაღ­ლე­სი კურ­სი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორ­თვი­ა­ნი შეკ­რე­ბა ზა­ფხულ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­ვი­ა­რე და თა­კა­რა მზის ქვეშ ვცხოვ­რობ­დით, მა­ინც კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. ბევ­რნი ვი­ყა­ვით, თუმ­ცა ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და შეკ­რუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. კვე­ბა არ ვარ­გო­და, მაგ­რამ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ჩვე­ნი საქ­მე გვეს­წავ­ლა. ასე, რომ ცოტა ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დით. ტაქ­ტი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა, რა სტა­რე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბი დგას ჯა­რის წი­ნა­შე, ასე­ვე ვის­წავ­ლეთ რო­გორ უნდა უზ­რუნ­ველ­ვყოთ ფრონ­ტე­ბის და არ­მი­ე­ბის კავ­ში­რი.
ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი:
რო­გორც თა­და­რი­გის ოფი­ცე­რი „ზბო­რებ­ზე“ ვარ ნამ­ყო­ფი. როცა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, მა­შინ გვამ­ზა­დებ­დნენ თა­და­რი­გის ოფიც­რე­ბად და გავ­დი­ო­დით სპე­ცი­ა­ლურ სწავ­ლე­ბას სამ­ხედ­რო­ში. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო და ვფიქ­რობ ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ასე თვლის. სა­ინ­ტე­რე­სოა იმ უნა­რე­ბის და ჩვე­ვე­ბის და­უფ­ლე­ბა, რაც უნდა ჰქონ­დეს ყვე­ლა მე­ო­მარ მა­მა­კაცს.
მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი:
ჯარ­ში არ ვარ ნამ­ყო­ფი. სტუ­დენ­ტო­ბის დროს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­ხედ­რო კა­თედ­რა იყო და ეს კა­თედ­რა გა­ვი­ა­რე. ერ­თთვი­ა­ნი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბით ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და და თა­და­რი­გის ოფიც­რის წო­დე­ბა მი­ვი­ღე. რო­გორც მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ეს ჩინი გა­უქ­მდა და სხვა წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. არ და­გი­მა­ლავთ, არ იყო ეს ის სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა, რაც სა­ჭი­როა. ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბოდ­ნენ მა­შინ ამას. ასე რომ, არ იყო ის, რაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ეს გარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად იყო ქცე­უ­ლი, თუმ­ცა ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­ღაც მა­ინც ვის­წავ­ლე.
თენ­გიზ გუ­ნა­ვა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა":
არ ვარ ჯარ­ში ნამ­ყო­ფი. ვიხ­ვე­წე­ბო­დი წაყ­ვა­ნას, თუმ­ცა დე­დი­სერ­თე­ბის წაყ­ვა­ნას მა­შინ კა­ნო­ნი კრძა­ლავ­და და შე­სა­ბა­მი­სად, მე რო­გორც დე­დი­სერ­თა, არ წა­მიყ­ვა­ნეს.
ირაკ­ლი აბე­სა­ძე, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა":
სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი გავ­ლი­ლი არ მაქვს, თუმ­ცა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­ხედ­რო კა­თედ­რა გა­ვი­ა­რე. ეს იყო 2002-2003 წლე­ბი.
რო­მან კა­კუ­ლია, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი:
პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, მა­შინ იყო ერ­თთვი­ა­ნი სწავ­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც თა­და­რი­გის ოფიც­რის წო­დე­ბა მო­მე­ნი­ჭა. აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­ვი­ა­რე ეს კა­თედ­რა.
არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი:
სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მოხ­დი­ლი მაქვს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სამ­ხედ­რო სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე სპეც­მომ­ზა­დე­ბა მაქვს გავ­ლი­ლი და ვარ პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი. ემ­სა­ხუ­რო შენი ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ჯა­რებს, არის დიდი პა­ტი­ვი.
გი­ორ­გი ხა­ტი­ძე, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი:
თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იურ­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. შე­სა­ბა­მი­სად, სას­წავ­ლო კურ­სის ფარ­გლებ­ში დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს სამ­ხედ­რო კა­თედ­რა და გავ­ლი­ლი მაქვს სამ­ხედ­რო შეკ­რე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში, როცა ვსწავ­ლობ­დით შე­სა­ბა­მი­სი წო­დე­ბა მაქვს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი. შემ­დეგ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში, ამი­ტომ სამ­ხედ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბა გავ­ლი­ლი მაქვს შე­სა­ბა­მი­სი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კომ­პო­ნენ­ტით.
ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, რომ ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც იყო სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, წარ­მა­ტე­ბით შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. ასე­ვე იყო სამ­ხედ­რო კა­თედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი:
სამ­ხედ­რო კა­თედ­რა და ერ­თთვი­ა­ნი შეკ­რე­ბა მაქვს გავ­ლი­ლი. ყო­ველ წელს რა­ღა­ცე­ე­ბი იხ­ვე­წე­ბა და ჩემ დროს რაც იყო, წარ­მა­ტე­ბით გავ­ლი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი სამ­ხედ­რო წო­დე­ბაც მი­ღე­ბუ­ლი მაქვს. ახლა ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რა­დაა, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში, რაც მო­მი­წია, ის გავ­ლი­ლი მაქვს.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment