Pages

Friday, June 22, 2018

Volkswagen-მა და Ford-მა შესაძლოა ავტომობილები ერთად აწარმოონ


Volkswagen-მა და Ford-მა შესაძლოა ავტომობილები ერთად აწარმოონ. ინფორმაციას უმსხვილესი ავტომწარმოებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. ამის შესახებ CNN-ი წერს
ავტომწარმოებლების განმარტებით, ისინი სამომავლოდ ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებს ერთიანი ძალებით გამოუშვებენ. 
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიებს შორის მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. Volkswagen-ის და Ford-ის მიზანი ახალი ტექნოლოგიის განვითარება და დანახარჯების შემცირებაა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment