Pages

Monday, June 18, 2018

ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ცვლილებების ორ ეტაპად განხორციელების სამართლებრივი მიზეზი განმარტა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში სამთავრობო ცვლილებების ორ ეტაპად განხორციელების სამართლებრივი მიზეზები განმარტა.
კობახიძის განცხადებით, პროცედურის ორ ეტაპად გაყოფას არ ჰქონდა ალტერნატივა და მას სამართლებრივი მიზეზი ჰქონდა. კერძოდ, კონსტიტუციის თანამხად, პრემიერმინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს ევალება ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. მისი ინიციატივა კი მთავრობის რეორგანიზაციაა, საუბარია სამინისტროების შერწყმაზე.
"ამის განხორციელებას კანონი სჭირდება, კანონის ცვლილება კი ერთი კვირის ვადაში შეუძლებელია. აქედან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ პროცედურა ორ ნაწილად გაგვეყო. პირველ რიგში ხდება, არსებული შემადგენლობით მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. შესაბამისად, სწორი არ იქნებოდა, რომ ახლა შემოეთავაზებინა გარკვეული სიახლეები პრემიერმინისტრობის კანდიდატს. მას შემდეგ, რაც ჩვენ მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებებს დავამტკიცებთ, და მას შემდეგ რაც მთავრობაში სტრუქტურა შეიცვლება, წარმოდგენილი იქნება უკვე განახლებული შემადგენლობა. ეს სიახლე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით სამი კვირის თავზე. ეს არის სამართლებრივი მიზეზი იმ ორეტაპიანი პროცედურისა, რომელიც ჩვენ დავადგინეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ბიუროს დღეს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება 20 ივნისს იგეგმება. 
დღეს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მოსახლეობას მთავრობის შენახვა გაცილებით იაფი უნდა უჯდებოდეს, ვიდრე - ახლა. სწორედ ამიტომ მმართველი პარტიის კანდიდატი რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს. ახალი სტრუქტურა პარლამენტს, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში წარედგინება.
მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა. ამის მიზეზად მან პარტიის თავმჯდომარესთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
\imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment