Pages

Monday, June 18, 2018

Euronews: სვეტიცხოველი - საქართველოს ცოცხალი სვეტი


სვეტიცხოველი - საქართველოს ცოცხალი სვეტი. ამ სახელწოდების რეპორტაჟი მოამზადა Euronews-მა სვეტიცხოვლის შესახებ
ჟურნალისტი სვეტიცხოვლის ისტორიას იხსენებს და განმარტავს, რომ 1010-1029 წლებში აგებულ მართლმადიდებლურ ტაძარში ქრისტეს კვართი ინახება. 
რეპორტაჟის ავტორი ყვება, რომ სვეტიცხოველს ტურისტები ხშირდ სტუმრობენ. ჟურნალისტის თქმით, ტაძარი არაერთ უძველეს ტრადიციასა და ლეგენდას ინახავს. 
Euronews-ის გვერდზე ვკითხულობთ, რომ ქართველებისთვს სვეტიცხოველი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ არქიტექტურული შედევრი ან ეკლესია. 
შეგახსენებთ, რომ მანამდე Euronews-მა ჯვრის მონასტერისბაგრატის ტაძარის, ხინკლის მომზადებისა და მისი დაგემოვნების ტექნიკაზეც გამოაქვეყნა სიუჟეტი. 
Euronews-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანია უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ Euronews-ი 12 ენაზე მაუწყებლობს და მსოფლიოს 166 ქვეყანაში 430 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment