Pages

Saturday, June 2, 2018

ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვის მიზეზებზე ახალი დეტალებია ცნობილი

წინასწარი ვერსიით, ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, შემთხვევა არ მომხდარა „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის საწარმოში.
შემთხვევა მოხდა ერთ-ერთი კერძო კომპანიის ღია მოპოვებით საწარმოში. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივები მადნეულს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.
უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment