წინასწარი ვერსიით, ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, შემთხვევა არ მომხდარა „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის საწარმოში.
შემთხვევა მოხდა ერთ-ერთი კერძო კომპანიის ღია მოპოვებით საწარმოში. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივები მადნეულს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.
უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment