Pages

Wednesday, June 27, 2018

ეს იციან მეზობელი ქვეყნების მძღოლებმა და ამიტომაც არღვევენ ჩვენს გზებზე" - რატომ იმატებს ავარიების რიცხვი?

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და ტრა­ი­ლე­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ერთი 25 ივ­ნისს, წე­რო­ვან­ში, როცა სამ­გზავ­რო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი­ და ტრა­ი­ლე­რი შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს, რის შე­დე­გა­დაც, 18 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, ერთი კი გარ­და­იც­ვა­ლა. ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქუ­ლი ნომ­რე­ბით მოძ­რა­ობ­და, და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სა­ჭეს­თან ჩა­ე­ძი­ნა და შემ­თხვე­ვა ამან გა­მო­იწ­ვია.
დღეს კი აგა­რას­თან მოხ­და ავა­რია - ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და ტრა­ი­ლერი, რო­მელ­საც თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე მარ­თავ­და.
სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბია სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გზებ­ზე, სა­დაც მძღო­ლე­ბი, მათ შო­რის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას, რის­კი­ან მა­ნევ­რებს და სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვას არ ერი­დე­ბი­ან. ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წინა წელ­თან შე­და­რე­ბით ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბის მზარ­დი ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა.
სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, და­ვით მეს­ხიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:
- ტრა­ი­ლე­რებს ცალ­კე არ გა­მოვ­ყოფ­დი, რად­გა­ნაც ამ ავ­ტო­მა­ტა­რებ­ლის­თვის ცალ­კე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ არ­სე­ბობს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, ყვე­ლას მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა. ჩვენს გზებ­ზე უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა ისაა, რომ სიჩ­ქა­რის კონ­ტრო­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ ხდე­ბა, არ არის ეფექ­ტი­ა­ნად მო­წყო­ბი­ლი რა­და­რე­ბი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია შე­სა­ბა­მი­სი სიჩ­ქა­რის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ვი რა­და­რით არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი. შემ­დე­გი სა­კი­თხია, მათი ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბა, რა­ზეც ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი არ­სე­ბობს.ჩვენს გზებ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უცხო­ურ­ნომ­რი­ა­ნი ტრა­ი­ლე­რე­ბი მოძ­რა­ო­ბენ და საფრ­თხეს ხში­რად ისი­ნი ქმნი­ან...
- ჩვე­ნე­ბიც და­დი­ან და მათ­თა­ნაც არის შემ­თხვე­ვე­ბი. ამი­ტომ უნდა იყოს სა­ერ­თო (ცალ­კე ტრა­ი­ლერს ვერ გა­მოვ­ყოფ) რე­გუ­ლა­ცია. ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც გზა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბა, სა­კი­თხა­ვია ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას გა­დის თუ არა. სტა­ტის­ტი­კით ვი­ცით, რომ 2017 წელს, ვი­საც ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა უნდა გა­ევ­ლო, მა­გა­ლი­თად, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ავ­ტო­ბუ­სე­ბის და ტრა­ი­ლე­რე­ბის, მხო­ლოდ 14%-მა გა­ი­ა­რა.
- სა­ზღვარ­ზე მო­ი­თხო­ვე­ბა თუ არა, ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი?
- რო­დე­საც სიჩ­ქა­რე­ზე ვსა­უბ­რობ­დი, ეს ეხე­ბო­და რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე უცხო­ურ მან­ქა­ნებს და სიჩ­ქა­რის კონ­ტროლ­თან და­კავ­ში­რე­ბით უფრო რთუ­ლად დგას სა­კი­თხი. სამ­წუ­ხა­როდ, ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბი არ ეხე­ბა უცხო ნომ­რე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, მათ შო­რის, ტრა­ი­ლე­რებ­საც. ჩვე­ნი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი არ აჯა­რი­მებს. ეს იცი­ან სი­ტყვა­ზე, თურ­ქმა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა, ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის მძღო­ლებ­მა, ვინც ჩვე­ნი გზით სარ­გებ­ლობს და ამი­ტო­მაც არ­ღვე­ვენ.
- მგო­ნი, ტრა­ი­ლე­რე­ბის მძღო­ლე­ბის დას­ვე­ნე­ბის სა­კი­თხიც შე­სას­წავ­ლია...
- როცა მძღოლ­მა იცის, რომ არ კონ­ტროლ­დე­ბა ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია რო­გორც სატ­ვირ­თო ტრან­სპორ­ტში, ისე სამ­გზავ­რო­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბაც არ აღ­ნიშ­ნავს მძღო­ლის მოს­ვე­ნე­ბის რე­ჟიმს, არ აღ­ნიშ­ნავს სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას, ისიც არ­ღვევს და პრობ­ლე­მე­ბიც ამის გამო იქ­მნე­ბა. ვი­დე­ო­რე­ჟი­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვებ­ზე არ მუ­შა­ობს, სის­ტე­მა პროგ­რა­მუ­ლად არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ამი­ტომ არ ვი­ცით, რო­გორ მო­ვექ­ცეთ ტრან­ზი­ტულ ტრან­სპორ­ტს, რო­მე­ლიც ჩვენს გზებ­ზე მოძ­რა­ობს და არ­ღვევს კა­ნონს. უც­ნო­ბია ტა­ქოგ­რა­ფე­ბის შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა თუ არა, ასე­ვე მძღო­ლის რე­ჟი­მის კონ­ტრო­ლი, სა­ზღვარ­ზე მო­ი­თხო­ვე­ბა თუ არა იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის დო­კუ­მენ­ტი ან თუ მო­ი­თხო­ვე­ბა ხდე­ბა თუ არა მათი შეს­წავ­ლა. როცა ამ პუნ­ქტებს ვერ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, გვაქვს ის შე­დე­გი, რაც გვაქვს.
- რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა?
- ჩვე­ნი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი უწყე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და, რა უფრო ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, რა და­გეგ­მავ­და პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, შე­ის­წავ­ლი­და კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვე­თებს, სა­დაც უამ­რა­ვი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა, რაც ყო­ველ­თვის მძღო­ლის ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა არც იყოს.
პრობ­ლე­მა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს: კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ცუდ დღე­შია და მი­მაჩ­ნია, რომ ზო­გა­დად კონ­ტრო­ლი­დან არის გა­მო­სუ­ლი, დარ­ღვე­ვებ­ზე ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა თით­ქმის ვერ ხდე­ბა, ან რაც ხდე­ბა, საკ­მა­რი­სი არ არის, ასე­ვე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია სა­თა­ნა­დოდ არ არის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი, აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს. საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კა­ნო­ნი და ად­მი­ნიტ­რა­ცი­უ­ლი კო­დექ­სიც, ძველ დრო­შია ჩარ­ჩე­ნი­ლი, რე­ა­ლო­ბას აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბა არ გქონ­დეს და სა­ჭეს მარ­თავ­დე. ამის მა­გა­ლი­თი გვაქვს, ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი 120-ჯერ არის და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი, რად­გან მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე მარ­თავ­და სა­ჭეს. ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უშ­ვებს, რომ მოხ­ვდე სა­ჭეს­თან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში ადა­მი­ა­ნი.
მთა­ვა­რი მკვლე­ლი დარ­ღვე­ვა კი, ისევ და ისევ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბაა. ეს მთელ მსოფ­ლი­ო­შია აღი­ა­რე­ბუ­ლი, რა­საც ქვეყ­ნე­ბი მთელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ რე­სურსს ახ­მა­რენ, რომ სიჩ­ქა­რის კონ­ტრო­ლი მოხ­დეს. ჩვენ ამ მხრივ ყვე­ლა­ზე სუს­ტად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით. ამი­ტომ ორ­გა­ნო­ებ­მა, ვი­საც ეს ეხე­ბა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იმის მი­ხედ­ვით უნდა შეც­ვა­ლონ, რომ ნას­ვა­მი პი­რე­ბის მი­მართ, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის მი­მართ, კა­ნო­ნი იყოს ძა­ლი­ან მკაც­რი!
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment