Pages

Wednesday, June 20, 2018

აშშ-ში მელანია ტრამპი პოპულარობას კარგავს

აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის რეიტინგი ეცემა. სოციალური გამოკითხვის შედეგები CNN-მა გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის პირველი ლედის მიმართ კეთილგანწყობილი გამოკითხულთა 51 პროცენტია. მაისში ეს მაჩვენებელი 57 პროცენტი იყო. სამაგიეროდ, გაიზარდა დონალდ ტრამპის რეიტინგი. 
გამოკითხვა 14-17 ივნისს ჩატარდა. ერთი თვით ადრე მელანია ტრამპს თირკმლის ოპერაცია ჩაუტარეს, რის გამოც ის საზოგადოების წინაშე 25 დღის განმავლობაში აღარ გამოჩენილა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მელანია ტრამპმა მეუღლის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. „ძნელია იმის ყურება, როგორ აშორებენ არალეგალ ბავშვებს მშობლებს და ოჯახებს“, - თქვა მელანია ტრამპმა, და იქვე დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს უფრო წარმატებული საიმიგრაციო პოლიტიკა სჭირდება
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment