Pages

Friday, June 1, 2018

რუსთაველის გამზირზე აქციაზე სამი პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე აქციაზე სამი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 
სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არიან დაკავებულები.
რუსთაველზე ამ წუთებში საგზაო მოძრაობა გადაკეტილია. 
პარლამენტთან აქცია დღეს 16 საათზე განახლდა. გუშინ კი ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.

გუშინ დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.  დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment