თუმცა, როგორც „ინსტაგრამზე“ ატვირთული ფოტოს კომენტარებიდან ჩანს, მომხმარებლები მას უფრო მულტფილმის პერსონაჟ „პატარძლის ცხედარს“ ამსგავსებენ, ვიდრე ჰოლივუდელ ლამაზმანს.რეალურად, რამდენი ოპერაცია გაიკეთა საჰარმა და ნამდვილად სურდა თუ არა დამსგავსებოდა ანჯელინა ჯოლის, გოგონა თავად გვიამბობს ინტერვიუში, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს მისც ფოტოებზე, რომელიც პროფილზე გაქვთ ატვირთული, მომხმარებლების აზრით, „პატარძლის ცხედარს“ ჰგავხართ. მართლა ასე გამოიყურებით ოპერაციის შემდეგ?
— არა, რა თქმა უნდა, არა. ეს ფოტოშოფისა და მაკიაჟის დამსახურებაა. როცა საკუთარ ფოტოს ვაქვეყნებ, სახეს უფრო და უფრო სასაცილო ფორმას ვაძლევ ხოლმე. ეს თვითგამოხატვის ერთ-ერთი მეთოდია ჩემთვის, ერთგვარი ხელოვნება. ჩემმა თაყვანისმცემლებმა იციან, რომ რეალურად ეს ჩემი სახე არ არის.— მედია ერთხმად ირწმუნება, რომ ანჯელინა ჯოლის გსურდათ დამსგავსებოდით. ასეა?
— არა. არც ჯოლისთვის დამსგავსება მიფიქრია და არც,
მით უმეტეს, „პატარძლის ცხედრისთვის“. ახლა ვხვდები, რომ რაღაც საერთო მაქვს მასათან, მაგრამ მე თავად ვარ საკუთარი თავის მუზა და ვინმეს მსგავსება ჩემი თვითმიზანი არ არის.რა პლასტიკური ოპერაციები გაქვთ გაკეთებული?
— გაკეთებული მაქვს ცხვირის ოპერაცია, დაბერილი მაქვს ტუჩები და კიდევ ლიპოსაქცია... აქ, თეირანში ერთი ოპერაცია 10 მილიონი ირანული რიალი ღირს (დაახლოებით 482.038 აშშ დოლარი, - რედ.)თქვენზე ამბობენ, გაძლიერებულ დიეტაზე იჯდა, რომ 49 კილომდე ჩამოსულიყოო...
— კი, დიეტას ვიცავდი, ეს მართალია. მაგრამ 30 ან 40 კილო კი არ დამიკლია, არამედ სადღაც 5-7 და ახლა 54 კგ-ს ვიწონი.— როგორ შეხვდა თქვენი ოჯახი ამ ცვლილებებს? ირანი ხომ მკაცრი ზნეობრივი ნორმების ქვეყანაა.
— ბუნებრივია, თავიდან შეძლებისდაგვარად მეწინააღმდეგებოდნენ, ვინაიდან მათთვის პლასტიკური ოპერაცია ნორმა არ არის. მაგრამ ახლა მოსახდენი უკვე მოხდა და მშობლებიც ყველანაირად მიჭერენ მხარს. ეს ყველაზე მთავარია.
— ბოლო რამდენიმე დღეში ინტერნეტით კრიტიკის ნიაღვარი დაგატყდათ თავს. განიცდით?
— ჩემთვის მთავარია ჩემი ოჯახისა და უფლის კეთილგანწყობა. ეს ყველაფერი მაქვს და სხვა ადამიანების მოსაზრებები საერთოდ არ მაღელვებს. ნეგატივს ყურს მიღმა ვატარებ.
Dainteresdi.ge
No comments:
Post a Comment