Pages

Monday, June 4, 2018

ძალადობისკენ მიდრეკილება - გენეტიკური დეფექტი (დრ. ჯერარდ როთის თეორია)

ბრემენელმა მეცნიერმა ჯერარდ როთმა საინტერესო რამ აღმოაჩინა: მკვლელობისა და სხვა დანაშაულებრივი აქტისაკენ მიდრეკილება დაკავშირებულია ტვინის გარკვეული ნაწილის პათოლოგიასთან, რომელიც შესაძლებელია გენეტიკურ დეფექტად იქცეს და გამოვლინდეს ბავშვებშიც კი.

რენტგენტის სურათების წყებაში როთმა აჩვენა ტვინის სექცია, რომელიც შავ წერტილს ჰგავს. სწორედ ეს სექციაა პასუხისმგებელი ორგანიზმში სეროტონინის დონის რეგულირებაზე - რაც, თავის მხრივ, იწვევს ისეთი ემოციების ჩამოყალიბებას, როგორიცაა ემპათია, დანაშაულის გრძნობა და მწუხარება. ზოგიერთი ქცევის ფორმის შემჩნევა შესაძლებელია ადრეულ ასაკშიც: ხშირად, ზოგი ბავშვი აგრესიულადაა განწყობილი თანატოლებისა (განსაკუთრებით მათ მიმართ, რომლებიც მათგან განსხვავდებიან) და ცხოველების მიმართ. მიზეზი სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუმცა მარტივმა დაკვირვებამ შესაძლებელია აჩვენოს რა შეიძლება მოხდეს მომავალში.

როცა 'ნორმალური' ადამიანები ხედავენ ძალადობის ამსახველ სცენას, წამებას ფილმებში, მათი ტვინი ინთება ისე, როგორც საახალწლო ნაძვის ხე. მაშინ, როცა ადამიანები, რომლებიც სეროტონინის ნაკლებობას განიცდიან, არ ამჟღავნებენ არანაირ რეაქციას. მათი ტვინი "ცივია". აქედან გამომდინარე, პოტენციური მანიაკები და მკვლელები არიან არაჯანსაღი ადამიანები შესაბამისი გენეტიკური დარღვევით. მათ არ აქვთ ისეთი ფართო ემოციების კრება, როგორიც ჩვეულებრივ ადამიანებს.

ამავე დროს, დოქტორმა როთმა კრიმინალები სამ ჯგუფად დაჰყო:

"ფსიქიკურად ჯანმრთელები" - პერსონები, რომელბიც გაიზარდნენ გარემოში, სადაც მისაღები იყო ძარცვა, ცემა და მკვლელობა. მაგალითად, სკოლებში, საშიშ/ღარიბ რეგიონებში, გეტოებში.
"მენტალურად მოშლილი კრიმინალები" - როცა ერთი არასწორი მოძრაობა, არასწორი გამომეტყველება შეიძლება გახდეს მკვლელობის წინაპირობა. მათ შორის არიან ისინი, ვინც იტანჯებიან დელუზიისგან, ფობიისა ან მანიისაგან.
"წმინდა წყლის ფსიქოპათები" - მათში შეგვიძლია მოვისაზროთ ტირანები, მაგალითისთვის ჰიტლერი ან სტალინი. ადამიანები, რომლებსაც აქვთ შარმი, არიან ლიდერები, ეგოისტები, სასტიკები, უპასუხისმგებლონი და იმპულსურები.

გერმანული მთავრობა აგრძელებს ამ კვლევაზე მუშაობას, მიუხედავად იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რაც დოქტორი რუთის თეორიამ გამოიწვია კრიმინალისტებს შორის მსოფლიო მასშტაბით.
psychoticmindd.blogspot.com
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment