Pages

Monday, June 4, 2018

კიმ ჩენ ინმა თანმდებობიდან სამი სამხედრო მეთაური გაათავისუფლა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თავისი სამი უმაღლესი სამხედრო მეთაური დაითხოვა. სამხრეთკორეული სააგენტოების ცნობით, თავისი პოსტი დაკარგა შეიარაღებული ძალის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და არმიის პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელმა. 
ექსპრეტები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები შესაძლოა ეხებოდეს აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სამომავლო შეხვედრას. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი კანდიდატები გაცილებით ახალგაზრდები არიან ვიდრე წინები. პოლიტილოგები ფიქრობენ, რომ ამით კიმ ჩენ ინს სურს აჩვენოს ტრამპს, რომ ის სიახლეებისთვის მზადაა. 
1 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრა სინგაპურში 12 ივნისს შედგება, თუმცა ერთი კვირით ადრე შეხვედრა თვითონ გააუქმა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment