Pages

Saturday, June 9, 2018

თბილისის რომელი სკოლის მოსწავლეები მოყვნენ ავარიაში გომბორზე - შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:
"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ „112“-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თეთ­რი წყლე­ბის მიმ­დე­ბა­რედ, კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­შიც თბი­ლი­სის 175-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-6 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­დან გა­და­ვი­და და ამობ­რუნ­და.
შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი.
გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­დან გა­და­ვი­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 4 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო 16 ადა­მი­ან­მა, რომ­ლე­ბიც უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment