Facebook-ი მედია კომპანიებთან პარტნიორობას იწყებს. სოციალური ქსელის მენეჯმენტს სურს პლათფორმისთვის ახალი ამბების პროგრამები შექმნას. ამის შესახებ Futurism-ი წერს.
გადაწყვეტილება სოციალურმა ქსელმა მას შემდეგ მიიღო, რაც Facebook-ი ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი ამბების კონტენტი Facebook-ზე ზაფხულის მიწურულს გამოჩნდება. მის შექმნაზე ABC News-ი, FOX News-ი და CNN-ი მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Facebook-ი არაერთ სკანდალში გაეხვა. ერთ-ერთი მასშტაბური Cambridge Analytica-ს საქმე იყო, სადაც კომპანია Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. Cambridge Analytica-მ პერსონალური მონაცემები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოიყენა, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა
imedinews.ge


No comments:
Post a Comment