Pages

Saturday, June 16, 2018

სამედიცინო კომპანია Theranos-ის დამფუძნებელს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

სამედიცინო კომპანია Theranos-ის დამფუძნებელს, ელიზაბეტ ჰოლმსსა და კომპანიის ყოფილ აღმასულებელ დირექტორს, რამეშ ბალუანს ბრალი თაღლითობისთვის წაუყენეს. ამის შესახებ Independent-ი წერს. 
ისინი $500 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 
სამედიცინო კომპანია სისხლის ანალიზებს აკეთებს. 
Theranos-ი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა დამაარსებელმა ელიზაბეტ ჰოლმსმა რევოლუციური ტექნოლოგიის შესახებ განაცხადა, რომლითაც სისხლის ერთი წვეთისგან ათობით სხვადასხვა ანალიზის გაკეთება შეეძლოთ.
10-წლიანი შრომის შემდეგ, კომპანიამ ჯამში 900 მილიონამდე ინვესტიცია მოიზიდა, ხოლო თავად ინიციატივა 9 მილიარდ დოლარად შეფასდა. 
FBI-ს ინფორმაციით კი, კომპანია თაღლითობდა და არანაირ ინოვაციურ გამოგონებას ადგილი არ ჰქონია. „მათ შეცდომაში შეიყვანეს ექიმები და პაციენტები სამედიცინო ტესტებით, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა“- ავრცელებს გამოძიების ფედერალური ბიურო. 
Theranos-ი ელიზაბეტ ჰოლმსმა 2003 წელს, 19 წლის ასაკში დააარსა. მალე მას მედია სილიკონის ველის ამომავალ ვარსკვლავად მოიხსენიებდა, ინვესტორებისგან $6 მილიონის მოზიდვაც შეძლო და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე მდიდარ ქალადაც იქცა. 2014 წელს Forbes-მა ჰოლმსის ინიციატივა 9 მილიარდ დოლარად შეფასდა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment