Pages

Monday, July 9, 2018

1 აგვისტოდან საფრთხის შემცველი საწარმოების ინსპექტირება დაიწყება

2018 წლის პირველი აგვისტოდან მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება დაიწყება. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიამ განაცხადა.
სანქციების ამოქმედებამდე კი მძიმე და საშიში პირობების შემცველი სამუშაოების ჩამონათვალი გაიწერება.
მინისტრის მოადგილის თქმით, ნუსხაში დაახლოებით 42 საწარმო შევა. ამ ეტაპის შემდეგ კი, კომპანიებს სამოცდღიანი ვადა ექნებათ დასარეგისტრირებლად, რის შემდეგაც სანქციები ამოქმედდება.
საქართველოს პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიმდინარე წლის 7 მარტს მიიღო. კანონის თანახმად, გაზრდილია სანქციების ოდენობა იმ საწარმოებისთვის, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს დაარღვევენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment