Pages

Monday, July 9, 2018

ლე პენის პარტიას სახელმწიფო დოტაცია მოუხსნეს

საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი მისი პარტიისთვის სახელმწიფო დოტაციის მოხსნას ტერაქტს უწოდებს. ამის შესახებ telegraph-ი წერს.
მისი თქმით, პარტია გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს გამომძიებლებმა „ეროვნულ ფრონტს“ 2-მილიონიანი დაფინანსება მოუხსნეს. თანხა ლე პენის პარტიას, ისევე, როგორც დოტაციაზე მყოფ სხვა პარტიებს დღეს უნდა მიეღო.
„ეროვნული ფრონტს“ ევროპული სახსრების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ. ლე პენის შეფასებით, სამართლოს გამომძიებლები საფრანგეთის პირველი ოპოზიციური პარტიის დასამარებას სასამართლოს ნებართვის გარეშე ცდილობენ, რაც დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებული ნამდვილი ტერაქტია.
ასევე ლე პენის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება 2 წლის წინ დაიწყო. 2017 წლის ნოემბერში საქმესთან დაკავშირებით მარინ ლე პენს საფრანგეთის პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. მარტის დასაწყისში სადეპუტატო იმუნიტეტი მარინ ლე პენს ევროპარლამენტმაც მოუხსნა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment