Pages

Thursday, July 26, 2018

2018 წლის ზოგადი უნარების ტესტების სკანირება დაიწყო – როდის გამოქვეყნდება შედეგები


ზოგადი უნარების გამოცდის შემდეგ 2018 წლის აბიტურიენტებს არაერთი კითხვა დაუგროვდათ. ამასთან, აპლიკანტებისგან არის პრეტენზია ერთ–ერთი დავალების სისწორის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების ცენტრი მუშაობის პროცესშია და ბევრ კითხვაზე ჯერ პასუხები არ არის, EDU.ARIS.GE-ს კითხვებს ზოგადი უნარების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე პასუხობს.
რა ეტაპზეა ამჟამად გასწორების პროცესი, თუ არის ცნობილი დაახლოებით რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა ზოგადი უნარების გამოცდაში?
–მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომები მანქანურად სწორდება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ პროცესი ძალზე სწრაფად მიმდინარეობს. არსებობს მთელი რიგი ეტაპებისა, რომლებიც უზრუნველყოფს გასწორების სიზუსტეს და ყველა ეს ეტაპი უნდა იქნას გავლილი. ამჟამად მიმდინარეობს ნაშრომების დასკანერება, ამიტომ ჯერ იმის შესახებ ლაპარაკი, აბიტურიენტთა რამდენმა პროცენტმა გადალახა ან ვერ გადალახა ბარიერი, ძალიან ადრეა.

თუ არის უკვე ცნობილი, რომელი ვარიანტი დასახელდება რთულად და რა უპირატესობით ისარგებლებენ რთული ვარიანტის აბიტურიენტები?
ვარიანტები რთულად არ სახელდება, არამედ აბიტურიენტთა მიერ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდება თითოეული ვერსიის საშუალო ქულისა და სირთულის მაჩვენებლის განსაზღვრა. შესაბამისად, სანამ ნაშრომები გასწორებული არ არის, სირთულეებზე ვერ ვილაპარაკებთ.
ასევე არასწორია, ვიფიქროთ, რომ ვინმე რაიმე უპირატესობით ისარგებლებს – იმისათვის, რომ ტესტის ვერსიების სირთულის სხვადასხვა მაჩვენებლის გამო აბიტურიენტები არათანაბარ პირობებში არ აღმოჩნდენენ, ვიყენებთ გაიგივების პროცედურას. მისი საშუალებით ხდება ამა თუ იმ ვერსიის თითოეული ქულის გაიგივება – ერთგვარად გათანაბრება.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ვთქვათ, რთულ ვარიანტში ბარიერმა დაიწია 21-მდე, ის აბიტურიენტი რომელმაც ნედლი ქულით მიიღო 23 ქულა, გადალახულად ეთვლება თუ არა ბარიერი?
–თუ რომელიმე ვარიანტში ბარიერი დაიწევს 21 ქულამდე, ცხადია, ამ კონკრეტულ ვარიანტში 23 ქულა ბარიერის გადალახვას ნიშნავს.
რაც შეეხება დავალებებს, რომელი ტიპის დავალებები უჭირთ წლევანდელ აბიტურიენტებს და ეყოთ თუ არა გამოცდისთვის გამოყოფილი დრო?
–დავალებათა სირთულის კოეფიციენტები და სხვა ფსიქომეტრული მაჩვენებლები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება ვიმსჯელოთ, რომელი ბლოკის დავალებებზე მუშაობა გაუჭირდათ აბიტურიენტებს წელს,  მხოლოდ ნაშრომების გასწორების დასრულების შემდეგ დგინდება. მანამდე შეუძლებელია ვიცოდეთ რაიმე დავალებათა სირთულე-სიმარტივეზე.
რაც შეეხება გამოცდისთვის განკუთვნილ დროს, ამის შესახებ შეგვიძლია მოგახსენოთ საგამოცდო პროცესზე დაკვირვებით მიღებულ შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით – როგორც ვერბალური ნაწილის, ისე მთლიანად ტესტირების დასრულების სურათი (არ ვგულისხმობთ ფორმალურად ტესტისთვის განკუთვნილ დროს, არამედ აბიტურიენტების ქცევას ამა თუ იმ ნაწილის დასრულების დროს) იყო ისეთივე, როგორც წინა წლებში.
აბიტურიენტები მეორე ვარიანტში 41- დავალების პასუხის სისწორეს აპროტესტებდნენ. რას გვეტყვით ამის შესახებ?
–ტესტის მეორე ვერსიის 41-ე დავალება სრულიად კორექტულია. ეს მათემატიური ნაწილის პირველი, ალბათ ყველაზე მარტივი დავალებაა. აბიტურიენტებს, რომლებმაც მოგვწერეს ან დაგვირეკეს, განვუმარტეთ  ყველაფერი. იმედი გვაქვს, მათ ტესტის სხვა დავალებები სწორად შეასრულეს და მაღალი შედეგის მიღებას ვუსურვებთ ყველას.
რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გამოქვეყნებას, გამოცდების ცენტრში ვარაუდობენ, რომ აბიტურიენტების ქულები სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment