ბარსელონამ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი ტრანსფერი განახორციელა. კატალონიურმა გრანდმა ბრაზილიის „გრემიოდან“ 31 მილიონ ევროდ ნახევარმცველი არტურ მელო იყიდა. ამის შესახებ sport.es-ი წერს.
ფეხბურთელთან 6-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და თუ მისი "ბარსელონური" კარიერა წარმატებული იქნება, ბრაზილიური კლუბი ბონუსის სახით დამატებით 9 მილიონს მიიღებს.
„ბარსაში“ ფეხბურთელის ჩარიცხვა ჯერ კიდევ მარტში გადაწყდა და თუ თავდაპირველად მისი კატალონიაში ჩასვლა 2019 წლის ზამთრისთვის იყო დაგეგმილი, პაულინიოს "გუანჯოუში" წასვლის შემდეგ "ასულგრანამ" გადაწყვიტა არტური ახლავე დაემატებინა.
"გრემიოს" შემადგენლობაში 21 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ყველაზე დიდ წარმატებას 2016 წელს მიაღწია, როცა გუნდთან ერთად ლიბერტადორესის თასი მოიგო და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment