Pages

Tuesday, July 10, 2018

თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის ხარისხი ცნობილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე ბანაობა უსაფრთხოა. წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ ფიქსირდება. ინფორომაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს

სააგენტოს ცნობით, სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა; 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველთვიურად აწარმოებს
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment