Pages

Friday, July 6, 2018

ჭუბერში 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად დროებით ხიდებს განათავსებენ - უახლესი ცნობები სტიქიის ზონიდან

უა­მინ­დო­ბის გამო, ვერ­ტმფრე­ნი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე სვა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, ზუგ­დიდ­ში დაჯ­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ზუგ­დი­დი­დან პრე­მი­ე­რი ჭუ­ბე­რის­კენ გზას მან­ქა­ნით გა­ნაგ­რძობს.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში დი­ლით გა­ემ­გზავ­რა. მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ცი­ოდ მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­სა და არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბა, ასე­ვე მი­ი­ღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.
ჭუ­ბერ­ში ჩას­ვლის მიზ­ნით პრე­მი­ერ­მა დი­ლით და­გეგ­მი­ლი მთავ­რო­ბის სხდო­მა გა­და­დო.სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ჟინ­რე­ბი, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში 4 გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ხი­დის ნაც­ვლად დრო­ე­ბით ხი­დებს გა­ნა­თავ­სე­ბენ, რათა მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­უ­ფერ­ხებ­ლად შეძ­ლოს ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლა, - ამის შე­სა­ხებ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.ათი ცნო­ბით, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ.
“მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­წყვე­ტი­ლა სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სო­ფელ ჭუ­ბერ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან ერ­თად, პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ჩარ­თუ­ლია სა­მუ­შა­ო­ებ­ში.
ამ დრო­ის­თვის, თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ლა­პო­ტის გა­მაგ­რე­ბა, ათე­უ­ლო­ბით მძი­მე ტექ­ნი­კა მუ­შა­ობს მდი­ნა­რე ნენ­სკრა­ზე, რათა მდი­ნა­რე ძველ კა­ლა­პოტს და­უბ­რუნ­დეს.
სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტის რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სე­ბის და კონ­ტრაქ­ტო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს.მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 5 ერ­თე­უ­ლი მძი­მე ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებს. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ჟინ­რე­ბი, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში დი­ლი­დან, 4 გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ხი­დის ნაც­ვლად გა­ნა­თავ­სე­ბენ დრო­ე­ბით ხი­დებს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­უ­ფერ­ხებ­ლად შეძ­ლოს ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლა“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გუ­შინ გა­ემ­გზავ­რა და ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ილია ბე­გი­აშ­ვი­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად.
“გუ­შინ ღა­მით და­ი­გეგ­მა სა­მუ­შა­ო­ე­ბი და რე­სურ­სის გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი. დი­ლი­დან და­ი­წყო ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბა, რი­თაც შე­ივ­სე­ბა ის ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც მდი­ნა­რემ გა­მო­რე­ცხა. ტექ­ნი­კის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სია იმ სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის, რაც და­გეგ­მი­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ილია ბე­გი­აშ­ვილ­მა.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment