Pages

Friday, July 6, 2018

ილონ მასკმა ტაილანდში სამაშველო სამუშაოებში ჩართვის სურვილი გამოთქვა

ილონ მასკმა ტაილანდში, სამაშველო სამუშაოებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ Yahoo წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი მეწარმის წარმომადგენლები ტაილანდის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ილონ მასკი ტაილანდს სამაშველო ოპერაცისთვის საბურღი ტექნიკისა და ძლიერი  ელექტრო ელემენტების გამოყენებას სთავაზობს.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დახმარების დროს მყვინთავი დაიღუპა. მაშველი გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონის ჩატანის მცდელობისას გაიგუდა. 
ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვებულის სიღრმეში აღმოჩდნენ. 
2 ივნისს ისინი აშშ-სა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით იპოვეს. ყველა მათგანი ცოცხალია, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება მათი გამოქვაბულიდან გამოყვანა. ექსპერტები განმარტავენ, რომ წყლის დონის დაწევას სულ მცირე 3 თვე სჭირდება, ხოლო ვიწრო კლდოვანი მღვიმეს გავლა წყლის ქვეშ გამოუცდელ ბავშვებს გაუჭირდებათ, ამიტომ პროფესიონალი მყინთავები ცდილობენ მათ დაივინგი ასწავლონ. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment