Pages

Thursday, July 12, 2018

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ეთიკის კოდექსი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, კომერციული ბანკებისთვის ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი დამტკიცდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კოდექსის მიზანია საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ბანკირის პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. 

კოდექსით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების ჩარჩოს დაეფუძნა, რომელიც საფინანსო ბაზარზე საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული სახელმძღვანელო სტანდარტია. კოდექსით განსაზღვრულია ეთიკის ის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომლებსაც კოდექსის მოქმედების სფეროში ჩართული პირები პროფესიული საქმიანობისას უნდა იცავდნენ. 

„ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული კოდექსის პროექტი ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში, ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამჟღავნების ინიციატივის ფარგლებში გამოაქვეყნა. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებს კოდექსის დამტკიცებამდე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ კოდექსის პროექტს და მასთან დაკავშირებული ეროვნული ბანკისთვის მოსაზრებები და კომენტარები მიეწოდებინათ. დოკუმენტი მომავალშიც დაექვემდებარება განახლებას დამატებითი ინტერპრეტაციებისა და დაზუსტების გაკეთების საჭიროების შემთხვევაში“, - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment