Pages

Thursday, July 12, 2018

სააპელაციოში გირგვლიანის ეპიზოდზე სააკაშვილის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა

სააპელაციო სასამართლოში გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე პროცესი იმართება. დაცვის მხარე ერთ-ერთი ეპიზოდზე გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელით შეცვლას ითხოვს. საქმეზე დღეს ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.
პროკურატურა აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმეში ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ სააკაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი ჰქონდეს.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი 2018 წლის 5 იანვარს გამოცხადდა. 
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. განაჩენის მიხედვით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები უკანონოდ შეიწყალა. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. სააკაშვილმა, სასამართლოს უნდობლობის მოტივით, დაქირავებული კერძო ადვოკატები აიცილა. მის საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩაერთო. გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულია დათა ახალაიაც, რომლის სასამართლო პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს.
გირგვლიანის საქმის შემდეგ, სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეშიც დამნაშავედ ცნო სასამართლომ.
მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. სააკაშვილს, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს 2018 წლის თებერვალში მეუღლის სანდრა რულოვსის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment