მსახიობმა და კალიფორნიის ექსგუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს "პატარა სველ მაკარონს" ჰგავდა.
"ბატონო პრეზიდენტო, ახლახანს ვუყურე თქვენს პრესკონფერენციას და ძალიან შემრცხვა. იქ, როგორც პატარა სველი მაკარონი იდეგით, როგორც პატარა ფანი. ჩემ თავს ვეკითხებოდი, როდის სთხოვთ ავტოგრაფს ან სელფის", - განაცხადა შვარცენეგერმა Twitter-ზე ატვირთულ ვიდეოში16 ივლისს ჰელსინკიში ამერიკის და რუსეთის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მანამდე 2 ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ორჯერ შეხვდნენ: 2017 წლის ივლისში ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment