ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, პასკალ სან-ამანსის განცხადებით, საგადასახადო სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და დაბეგვრა მოხდეს იქ, სადაც ბიზნესი კეთდება. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო საგადასახადო ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„განსაკუთრებით დიდი ოცეულის სახელმწიფოს ლიდერები, ფინანსთა მინისტრები აქტიურად მუშაობენ, რომ გადასახადების გადახდა მოხდეს იქ, სადაც ბიზნესი კეთდება და სადაც სიმდიდრე იქმნება. შესაბამისად, ამ შეხვედრის და ამ წესების მიზანი, რასაც OECD ქმნის და, რისი ნაწილი საქართველოც არის არის, ისაა, რომ საგადასახადო სისტემა იყოს სამართლიანი და დაბეგვრა იქ მოხდეს, სადაც ბიზნესი კეთდება“, – განაცხადა პასკალ სან-ამანსიმ.
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს.
შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გახსნა, მან იმედი გამოთქვა, რომ ორდღიანი ფორუმი, რეგიონში საგადასახადო სფეროში არსებული საერთო მიდგომების შემუშავებას შეუწყობს ხელს.
2018 წლის 1 ივლისს მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი ამოქმედდა. მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5 % -ის ნაცვლად დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment