Pages

Sunday, July 1, 2018

იმ ჯოჯოხეთში უამრავი ქალი დადის. იქ გავიცანი ქალაქის ერთ-ერთი წამყვანი რესტორნის მეპატრონე..

კარ­გა ხა­ნია, აღარ მყავს შვი­ლი, რო­მლის ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბა­საც ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბა და სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი შე­ვა­ლიე. ყვე­ლა იმე­დი და­მი­კარ­გე, გაქ­რი ჩვე­ნი­ ცხოვ­რე­ბი­დან", - ეს მე­სი­ჯი დე­დამ გვი­ან ღა­მით მომ­წე­რა. მივ­ხვდი, რომ ამ­ქვეყ­ნად ჩემს ყოფ­ნას აზრი არ ჰქონ­და. სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვე­დი და კარი შე­ვი­კე­ტე, მერე არა­ფე­რი მახ­სოვს", - ეს ფრაგ­მენ­ტია ლუ­დო­მა­ნი ქა­ლის ნა­ამ­ბო­ბი­დან, რო­მელ­მაც აზარ­ტულ თა­მა­შებს ყვე­ლა­ფე­რი შეს­წი­რა.
"კვი­რის პა­ლიტ­რის" რეს­პონ­დენ­ტი 31 წლის ქა­ლია. ის ერთ დროს წარ­მატ­ებუ­ლი ექი­მი იყო. მისი ოჯა­ხი სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კის­წი­ლე­ბის მფლო­ბე­ლი გახ­ლდათ (ეკას მშობ­ლე­ბიც ექი­მე­ბი ჰყავს), მე­ნე­ჯმენ­ტი კი გო­გო­ნას ება­რა და ძა­ლი­ან კარ­გად არ­თმევ­და თავს, გა­დამ­ზა­დე­ბას უცხო­ე­თის სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრებ­ში გა­დი­ო­და. მშობ­ლე­ბი ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობ­დნენ, რომ მათ შვილს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქო­ნო­და. ეკაც სა­კუ­თარ თავს სულ უფრო მეტს სთხოვ­და და დღე-ღა­მე­ში 20 სა­ათს მუ­შა­ობ­და. ერთ დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლის ერთი მოს­მით გაქ­რა...
ეკა: - ინ­გლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან ვის­წავ­ლე. მშობ­ლებ­მა რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ძიძა და­ი­ქი­რა­ვეს, რათა ეს ენა უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­მეს­წავ­ლა, ინ­გლი­სურ­ზე კი იმ რე­პე­ტი­ტორ­თან დავ­დი­ო­დი, რო­მე­ლიც დიპ­ლო­მა­ტებ­სა და ელ­ჩებს ამ­ზა­დებ­და. დღე­და­ღამ ვსწავ­ლობ­დი და ვმუ­შა­ობ­დი. ამ ორი ენის გარ­და, ჩე­მით ვის­წავ­ლე ჩი­ნუ­რი და ია­პო­ნუ­რი. დედა, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში სე­მი­ნა­რებ­ზე ხში­რად და­დი­ო­და, მე­უბ­ნე­ბო­და, დრო სწო­რად გა­ა­ნა­წი­ლე, ცოტა გარ­თო­ბის­თვი­საც მო­ი­ცა­ლე, თო­რემ სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი გა­გიფ­რინ­დე­ბაო. არ მე­ცა­ლა. ჩემი კლი­ნი­კის ფი­ლი­ა­ლი რე­გი­ონ­შიც გავ­ხსე­ნი და ერთ-ერთი­ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ვიწ­ვიე. იქ გა­ვი­ცა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბის დან­გრე­ვა­ში უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა.­ კლი­ნი­კა­ში თარ­ჯიმ­ნად მუ­შა­ობ­და და იმ­დე­ნად მო­ვი­ხიბ­ლე მისი მე­ტყვე­ლე­ბით, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად შემ­შურ­და ადა­მი­ა­ნის. ერთ სა­ღა­მოს ყა­ვის და­ლე­ვა­ზე შევ­თან­ხმდით და ასე და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი.
- აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი იყო?
- დიახ, თუმ­ცა ამას რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად ნიღ­ბავ­და. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და რის­კი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. ყვე­ლა­ფერ­ში ვბა­ძავ­დი - სა­უ­ბარ­ში, საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა­ში... ერთ დღე­საც მი­თხრა, ხან­და­ხან კა­ზი­ნო­ებს ვსტუმ­რო­ბო. შევ­შფოთ­დი, მაგ­რამ მა­შინ­ვე შე­არ­ბი­ლა, ნუ გე­ში­ნია, ხან­და­ხან შევ­დი­ვარ და გო­ნე­ბას სის­ხარ­ტე­ში ვა­ვარ­ჯი­შე­ბო. მკი­თხა, ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი თუ არა. გა­მე­ცი­ნა, არას­დროს-მეთ­ქი. რა კარ­გია, ასე­თებს ყო­ველ­თვის უმარ­თლებთ, ერთხელ წა­მო­დი, გა­რე­მო მა­ინც ხომ უნდა გქონ­დეს ნა­ნა­ხიო. 27 წლის გოგო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ ვი­ყა­ვი, რომ თა­მაშ­ზე ხელი არას­დროს წა­მიც­დე­ბო­და. 900 ლარი მო­ვი­გე. აღ­ფრთო­ვან­და, ყვე­ლა­ფე­რი ასე მაგ­რად რა­ნა­ი­რად გა­მოგ­დი­სო. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე არც კი უხ­სე­ნე­ბია თა­მა­ში. შემ­დეგ ისევ წა­ვე­დით კა­ზი­ნო­ში, მერე და მერე დრო­ის ინ­ტერ­ვა­ლი შე­ვამ­ცი­რეთ. ხან ვი­გებ­დი, ხან ვა­გებ­დი, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ გო­ნე­ბა­ში რა­ღაც ლაქა გა­მიჩ­ნდა, რო­მე­ლიც სა­დღაც მე­ქა­ჩე­ბო­და.
თავ­და­პირ­ვე­ლად, დღე-ღა­მე­ში 2-3 სა­ა­თი მე­ძი­ნა, რომ კლი­ნი­კა­ში აღე­ბუ­ლი ტემ­პი არ და­მეგ­დო. ჩემი საქ­მე სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და. ვი­ღებ­დი პა­ცი­ენ­ტებს, შემ­დეგ მე­ნე­ჯმენ­ტის სა­კი­თხებს ვაგ­ვა­რებ­დი, მაგ­რამ კვი­რა­ში ორ-სამ­ჯერ სა­თა­მა­შოდ გავ­რბო­დით. "ამას სხვა მუ­ღა­მი აქვს", - მე­უბ­ნე­ბო­და ჩემი ახა­ლი მე­გო­ბა­რი და კა­ზი­ნო­დან სლოტკლუბ­ში, პო­კერკლუბ­ში მივ­დი­ო­დით. რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ თა­მა­ში მა­ნი­ად მექ­ცა, გა­მო­ვუ­ცხა­დე, მორ­ჩა, ამა­ზე არც კი იფიქ­რო-მეთ­ქი, და ჩემ მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა­. მე კი უკვე შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი ცალ­კე მას, ცალ­კე აზარ­ტულ თა­მა­შებს. ხან რა მი­ზეზს ვე­ძებ­დი, ხან რას, რომ შევ­ხვედ­რო­დი, თუმ­ცა ვერ ვხვდე­ბო­დი, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო მინ­დო­და თუ თა­მა­ში. მთხოვ­და, ემო­ცი­ე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლეო, მაგ­რამ უკვე აღარ შე­მეძ­ლო.
- რას გუ­ლის­ხმობ­და ემო­ცი­ე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა­ში?
- შე­ეძ­ლო, თვე ისე გა­სუ­ლი­ყო, თა­ვად არ ეთა­მა­შა, ჩემს ან რო­მე­ლი­მე მე­გობ­რის თა­მაშს უყუ­რებ­და და ამით თა­ვის­ ე. წ. ზა­მას­კას იკ­ლავ­და, მე კი ეს ვერ შევ­ძე­ლი...
პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა შე­ვამ­ცი­რე - კლი­ნი­კის მარ­თვას დიდი დრო მი­აქვს და ვერ ვას­წრებ-მეთ­ქი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი დავ­კარ­გე. შემ­დეგ სა­მე­გობ­რო ჩა­მომ­შორ­და. მუდ­მი­ვად ვი­ტყუ­ე­ბო­დი, არ მცა­ლია-მეთ­ქი და ბო­დი­შებს ვიხ­დი­დი. რამ­დე­ნი­მემ მი­თხრა, კა­ზი­ნო­ში გნა­ხეს და რამ გა­დაგ­რი­აო. ალ­ბათ, შე­ე­შა­ლათ-მეთ­ქი, მრცხვე­ნო­და აღი­ა­რე­ბა, შემ­დეგ კი არც ეს მა­ნაღ­ვლებ­და... საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ბო­ლოს ჩემი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი ტაქ­ტი­ა­ნი რჩე­ვა-და­რი­გე­ბი­დან ჩხუბ­ზე, შემ­დეგ კი შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­და­ვი­და - ამაზ­რზე­ნად იქ­ცე­ვი, ამ სის­ტე­მა­ში ჭიპი მაქვს მოჭ­რი­ლი და თა­ვად მი­ნა­ხავს, რო­გორ აყე­ნე­ბენ აპა­რატს - თავ­და­პირ­ვე­ლად, მხო­ლოდ იმი­ტომ გა­გე­ბი­ნე­ბენ, რომ შენ­ში თა­მა­შის სურ­ვი­ლი აღ­ძრან და შე­გაჩ­ვი­ო­ნო.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment