გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ჰორსტ ზეეჰოფერი ორივე თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განცხადება მიუნხენში, პარტიის დახურულ სხდომაზე გაკეთდა.
18 ივნისს ჰორსტ ზეეჰოფერმა კანცლერ მერკელს ულტიმატუმი წაუყენა. მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელისგან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და ამის აუცილებლობაში ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიის საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვით იმუქრებოდა.
იმავე დღეს გერმანულ გამოცემებში გავრცელდა ზეეჰოფერის კომენტარი, რომელშიც ამბობს, რომ მას მერკელთან მუშაობა "აღარ შეუძლია"
imedinews.ge
No comments:
Post a Comment