Pages

Sunday, July 1, 2018

ირაკლი ნოზაძის პირველი კომენტარი დაჭრის ფაქტზე და თამთა ჯანჯღავაზე: "წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი აგრესიული იქნებოდა"

მომ­ღე­რა­ლი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე 25 ივ­ნისს მომ­ხდა­რი დაჭ­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს. რო­გორც „პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას მომ­ღე­რალ­მა გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი მან სა­ერ­თო მე­გობ­რის­გან გა­იც­ნო. მისი თქმით, ჭრი­ლო­ბა და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და არა „ბრე­ლო­კით“.
„ვიც­ნობ სა­ერ­თო მე­გობ­რის­გან, სულ რამ­დენ­ჯერ­მე ვართ შევ­ხვედ­რი­ლე­ბი. წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რომ ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და. ერთ დღეს მჭირ­დე­ბო­და რა­ღაც თან­ხა ჩემი პი­რა­დი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ვუ­თხა­რი, ხომ არ ჰქონ­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მა­სეს­ხა და დღის ბო­ლოს უნდა და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა. ისე მოხ­და, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცოტა დროც გა­ი­წე­ლა, მე­გობ­რის ტე­ლე­ფონ­ზე და­რე­კა, რო­მელ­საც ხმა­მა­ღა­ლი რე­ჟი­მი ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი და აუგი სი­ტყვე­ბით მო­მიხ­სე­ნია. ალ­ბათ, არ ელო­და, რომ მე ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვი­გებ­დი. მე გა­ვი­გე, გა­მო­ვარ­თვი და, რა თქმა უნდა, აგ­რე­სი­ით ვუ­პა­სუ­ხე. სა­ვა­რა­უ­დოდ, აქე­დან და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი.
მე ვუ­თხა­რი, რომ ერთ სა­ათ­ში ვიქ­ნე­ბო­დი სახ­ლში, მო­სუ­ლი­ყო და გაგ­ვერ­კვია. რომ მო­ვი­და უკვე ისე­თი აგ­რე­სი­ით შე­მო­ვარ­და ეზო­ში და ისე­თი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, რომ თა­ვი­დან არც ჩა­ვე­დი. მე­გო­ბა­რი ჩა­ვაგ­ზავ­ნე, რომ და­ე­წყნა­რე­ბი­ნა, რაც ვერ მო­ა­ხერ­ხა. ისევ გა­აგ­რძე­ლა აუგი სი­ტყვე­ბით მოხ­სე­ნი­ე­ბა. ჩა­ვე­დი მეც, დავ­ჯე­ქი ჩე­მი­ვე მან­ქა­ნა­ში, ვე­უბ­ნე­ბო­დი უკან გა­მომ­ყო­ლო­და, რომ იქი­დან გავ­რი­დე­ბო­დი, რად­გან მე­ზობ­ლე­ბი და ხალ­ხი იყო და არ მინ­დო­და ამ ყვე­ლა­ფერს შეს­წრე­ბოდ­ნენ. ამის პა­სუ­ხად მი­ვი­ღე ჩემ მან­ქა­ნა­ზე წიხ­ლე­ბის დარ­ტყმა, მი­ნა­ზე და­ნის დარ­ტყმა - ჩამ­სხვრე­ვა უნ­დო­და. ამა­ზე მეც გავ­ღი­ზი­ან­დი, კარი გა­ვა­ღე, მი­ვარ­ტყი კარი და გავ­წიე. რომ გად­მო­ვე­დი და­ვი­ნა­ხე, რომ ხელ­ში დანა ეჭი­რა. მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით, ხელი მო­ვუქ­ნიე. ამა­სო­ბა­ში თვი­თო­ნაც მო­მიქ­ნია და არ­ტე­რი­ა­ში ჩა­მარ­ტყა. ხელი მი­ვი­ფა­რე და მე­ო­რედ ხელ­შიც მომ­ხვდა ის დანა. წავ­ბორ­ძიკ­დი და წა­ვი­ქე­ცი. მან კი­დევ გა­აგ­რძე­ლა ხომ ხე­დავ რა მო­გი­ვი­და, ჯერ სად ხარ, ეს კიდე არა­ფე­რია და ა.შ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ნო­ზა­ძემ.
მისი თქმით, ჭრი­ლო­ბა და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და არა „ბრე­ლო­კით“. „რა „ბრე­ლო­კი“, ამ­ხე­ლა ჭრი­ლო­ბას „ბრე­ლო­კით“ გან­ზრახ ვერ მი­ა­ყე­ნებ. სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია“, - გა­ნა­ცხა­და ნო­ზა­ძემ.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" წევ­რი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე 25 ივ­ნისს წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე დაჭ­რეს.
ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ერ­თო სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 19-108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.ირაკ­ლი ნო­ზა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ თამ­თა ჯან­ჯღა­ვას და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ნა­თია თო­ფუ­რი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment