Pages

Sunday, July 1, 2018

დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი, დაც­ვის მხა­რემ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა.
რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ერთ-ერთი მსჯავ­რდე­ბუ­ლის გ.ჯ.-ს ად­ვო­კატ­მა ეკა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­ა­პე­ლა­ციო სარ­ჩე­ლი მათ გუ­შინ შე­ი­ტა­ნეს. დაც­ვის მხა­რე მო­სა­მარ­თლის გა­ნა­ჩენს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ნა­წილ­ში არ ეთან­ხმე­ბა და მი­იჩ­ნევს, რომ გ.ჯ. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის სხვა მუხ­ლით უნდა იყოს მსჯავ­რდე­ბუ­ლი.
„ჩვე­ნი პო­ზი­ცია არის ის, რომ რე­ა­ლუ­რად გ.ჯ.-მ ჩა­ი­დი­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებს გა­და­ცი­ლე­ბა და არა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, რა­ზეც მსჯავ­რი და­ე­დო. ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს. ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­ტრარ­გუ­მენ­ტი გვაქვს მი­თი­თე­ბუ­ლი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, რომ­ლი­თაც ვა­სა­ბუ­თებთ, რა­ტომ იყო გ.ჯ.-ს ქმე­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებს გა­და­ცი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ეკა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.
ასე­ვე გუ­შინ შე­ი­ტა­ნა სა­კუ­თა­რი სა­ა­პე­ლა­ციო სარ­ჩე­ლი მე­ო­რე მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ინგა შა­რა­შე­ნი­ძე­მაც. შა­რა­შე­ნი­ძის დაც­ვის ქვეშ მყოფ გ.ბ.-ს მსჯავ­რი ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის და­ე­დო.
„გა­სა­ჩი­ვე­ბუ­ლი მაქვს და­დუ­ნაშ­ვი­ლის ეპი­ზოდ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი. სა­ჩი­ვარ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი მაქვს, რომ არ დგინ­დე­ბა არც ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით და არც მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ჩა­ი­დი­ნა ის და­ნა­შა­უ­ლი, რის გა­მოც მას მსჯავ­რი და­ე­დო. ასე­ვე გა­ვა­სა­ჩივ­რე წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბის ეპი­ზო­დიც, რო­მელ­საც ვა­სა­ბუ­თებ იმით, რომ ეს იყო შემ­თხვე­ვი­თო­ბა და იქ არა­ვინ ელო­დე­ბო­და მას“, - გა­ნა­ცხა­და ინგა შე­ა­რა­შე­ნი­ძემ.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2018 წლის 1-ელ ივ­ნისს, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მი­ე­სა­ჯა, და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გ.ჯ.-ს კი 9 წელი და 9 თვე.

No comments:

Post a Comment