გერმანია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და დამოუკიდებლად აწარმოებს თავის პოლიტიკას, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ტრამპი და მერკელი მოგვიანებით პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადებები.
დღეს ტამპმა ბრიუსელში ნატოს სამიტის დროს განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის "მძევალია".ამერიკელმა ლიდერმა ბერლინის მხრიდან პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მხარადაჭერისთვის გააკრიტიკა. ტრამპის თქმით, ძალიან უსამართლოა სიტუაცია, რის დროსაც აშშ რუსეთისგან დასაცავად ევროპისთვის დიდ თანხებს ხარჯავს, მაშინ როდესაც რეგიონის უმდიდრესი ქვეყანა გერმანია მხარს უჭერს რუსული გაზსადენების გაშენებას.
სტოლტენბერგმა ამერიკელ სტუმარს კიდევ ერთხელ დაათვალიერებინა ნატოს ახალი შენობა. აშშ-ს პრეზიდენტი ნატოს პირველი ლიდერია, ვისაც სამიტზე ალიანსის გენერალური მდივანი ხვდება.
9 ივლისს, ნატოს სამიტამდე 2 დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს წევრი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.კრიტიკა თავდაცვისთვის გაწეულ ხარჯებს შეეხებოდა.
2017 წელს აშშ-მა თავდაცვაზე $686 მილიარდი დახარჯა. ნატოს წევრი 29 სახელმწიფოს ლიდერები ბრიუსელში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment