Pages

Wednesday, July 11, 2018

Mail.ru სოციალური ქსელის მომხმარებლების ინფორმაციის უკანონო მოგროვებაში დაადანაშაულეს

Facebook-ისთვის შექმნილი ზოგიერთი აპლიკაცია 2015 წლამდე შესაძლოა მომხმარებლებზე პირად ინფორმაციას აგროვებდა. კერძოდ, მათ ჰქონდათ წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა სახელი, სქესი, დაბადების რიცხვი და ადგილი და ასევე აპლიკაციები "ხედავდნენ" მომხმარებლის ფოტოებს და აკვირდებოდნენ მათ "ლაიქებს'.
კომპანიებს შორის, რომელიც სოციალურ ქსელთან თანამშრომლობდა რუსული Mail.ru-ც არის.
2015 წლის მაისში სოცქსელმა დეველოპერებს მომხმარებლებზე ინფორმაციის შეგროვება აუკრძალა, თუმცა 61 კომპანიას, მათ შორის Mail.ru-ს რაღაც პერიოდის განმავლობაში, კანონის შეცვლის მიუხედავად ჰქონდა წვდომა ინფორმაციაზე. ამის შესახებ Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ სენატში გაგზავნილ ანგარიშში წერია, რომელიც მათ Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ გააგზავნეს. 
Mail.ru-ში განაცხადეს, რომ სოცქსელისთვის დაახლოებით 20 თამაში შექმნეს, თუმცა კანონი არ დაურღვევიათ და ინფორმაცია არ მოუგროვებიათ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment