დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი წევრების, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგენისას განაცხადა.
ბახტაძემ ამ პოსტზე მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა. პრემიერის თქმით, ბატიაშვილი პროფესიულ წრეებში ძალიან ცნობილი ფიგურაა.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი. ის ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში. მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების სისტემაში და იმ რეფორმაში, რასაც ჩვენ ვგეგმავთ არის 5 დონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი განათლების, სკოლის განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და რაც მთავარია, განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ipn.ge
No comments:
Post a Comment