Pages

Saturday, July 7, 2018

ზაზა სარალიძე პროკურატურაში მივიდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურაში უკვე მივიდა, სადაც 13 საათზე საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღეს გახდება ცნობილი, თუ რა რადიკალურ ნაბიჯებზე საუბრობდა შს სამინისტრო, როდესაც ამას ზაზა სარალიძეს რამდენიმე დღის წინ დაჰპირდნენ.
ზაზა სარალიძემ 2-დან 3 ივლისამდე ღამე შსს-ს ეზოში პროტესტის ნიშნად გაათენა. ის სისხლიანი გარჩევის მონაწილე მიხეილ კალანდიას დაკავებას მოითხოვდა.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment