Pages

Friday, July 6, 2018

ირლანდიაში გააუქმებენ კანონს, რომლის თანახმადაც, ქალები ვალდებულნი არ არიან იმუშაონ


ირლანდიის ხელისუფლება კონსტიტუციიდან ოჯახში ქალის როლის შესახებ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. ამის შესახებ ირლანდიის ტელეკომპანია RTEიუწყება. 
საქმე ეხება, 41.2 მუხლს, რომელშიც წერია, რომ "ოჯახში მყოფი ქალი თავისი როლით, სახელმწიფოს ეხმარება", და ასევე, ის რომ "დედებს არ უნდა ჰქონდეთ მუშაობის ეკონომიკური აუცილებლობა", რის გამოც მათ მოუწევდათ თავიანთი ოჯახური საქმიანობის დავიწყება. 
რეფენედუმს 2018 წლის ოქტომბერში ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩაატარებენ. 
ირლანდიის კონსტიტუცია 1937 წელს მიიღეს. 2018 წლის 25 მაისს, ისტორიულ რეფერენდუმში მონაწილეთა 66%-მა მხარი დაუჭირა იმ კანონის რეფორმირებას, რომლის თანახმად აბორტი კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, როდესაც ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
რეფერენდუმის შემდეგ, გაუქმდება კონსტიტუციის 40.3.3 მუხლი, რომელიც მერვე შესწორების სახელითაა ცნობილი. ეს შესწორება 1983 წლის რეფერენდუმით მიიღეს და ის მუცლადყოფის სიცოცხლის უფლებას შეეხება. ამ შესწორების მიხედვით, ქალისა და მისი მუცლადმყოფი ბავშვის სიცოცხლე თანაბარმნიშვნელოვნადაა მიჩნეული.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment