Pages

Wednesday, July 11, 2018

აქ ყველგან ღვინოს და ხაჭაპურს გთავაზობენ..." - რა მოსწონთ და არ მოსწონთ ტურისტებს ბათუმში

აჭა­რა­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო კუ­რორ­ტებს შო­რის, ბა­თუ­მი წელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.
აჭა­რის რე­გი­ონს ვი­ზი­ტო­რე­ბი ძი­რი­თა­დად თურ­ქე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, ის­რა­ე­ლი­დან, რუ­სე­თი­დან, ირა­ნი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან სტუმ­რო­ბენ. რო­გორც აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, 2018 წლის ორი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, უცხო­ე­თი­დან აჭა­რა­ში 639 183 ვი­ზი­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, რაც 28%-ით აღე­მა­ტე­ბა წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდს.
ჩვენ ბა­თუმ­ში ჩა­მო­სულ რამ­დე­ნი­მე ტუ­რისტს ვე­სა­უბ­რეთ და და­ვინ­ტე­რეს­დით, რა მოს­წონთ და რა არ მოს­წონთ სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რეთ­ში. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ხა­ტავს. ტუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რეს­ტორ­ნებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბა და­სახ­ვე­წია:
"უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ სა­რეს­ტორ­ნო სის­ტე­მით. შეკ­ვე­თი­ლი კერ­ძი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დის... კერძს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლის (ფრე­შის) დამ­ზა­დე­ბას 20 წუთი არ უნდა სჭირ­დე­ბო­დეს. ეს ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, რად­გან დროს ფუ­ჭად ვხარ­ჯავ, შეკ­ვე­თილ კერძს სა­ჭი­რო დრო­ზე მეტ­ხანს ვე­ლო­დე­ბი" - აცხა­დებს ტუ­რის­ტი ჩი­ნე­თი­დან. თუმ­ცა, ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის ტემპზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და ამ­ბობს, რომ "ქა­ლაქ­ში ტემ­პი აშ­კა­რად იგ­რძნო­ბა. ყვე­ლა ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ათი წლის შემ­დეგ ბა­თუ­მი გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზი და ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე დღეს არის"ერ­თა­დერ­თი, რაც ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბის დროს მა­წუ­ხებს, - ეს არის მშე­ნებ­ლო­ბი­დან გა­მოწ­ვე­უ­ლი ხმა­უ­რი. უამ­რა­ვი მშე­ნებ­ლო­ბაა ქა­ლაქ­ში, რაც იწ­ვევს ხმა­ურს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბას და თა­ვის­თა­ვად, ლო­გი­კუ­რად ტუ­რის­ტიც ამ მხრივ დის­კომ­ფორ­ტს გა­ნიც­დის, მაგ­რამ ეს ფაქ­ტიც ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის. ბა­თუ­მი ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრია და მას სჭირ­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა, გაზ­რდა და გან­ვი­თა­რე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა ტუ­რის­ტი სომ­ხე­თი­დან.
ის უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი კი, რომ­ლე­ბიც ბა­თუმს ხში­რად სტუმ­რო­ბენ, წუ­ხან რომ ახა­ლი შე­ნო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ბა­თუმს იერ­სა­ხეს უკარ­გავს. ამ­ბო­ბენ, რომ ძველ ბა­თუმ­ში თა­ნამდრო­ვე შე­ნო­ბე­ბის აგე­ბამ, ქა­ლაქს ძვე­ლი სურ­ნე­ლი და­უ­კარ­გა.
"გული მწყდე­ბა, როცა ვუ­ყუ­რებ რამ­დე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბე­ბი აშენ­და ძველ ბა­თუმ­ში. ჩემი აზ­რით, ძველ ბა­თუმს იერ­სა­ხე არ უნდა და­უ­კარ­გონ. სა­ჭი­როა შე­ნო­ბე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია და არა მათი დან­გრე­ვა. ეს ბა­თუმს ძველ სურ­ნელს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს. კულ­ტუ­რას გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა" - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტი.ის ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და აჭა­რის ზღვის­პი­რეთ­ში წელს პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ გემ­რი­ელ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხზე:
"პირ­ვე­ლად ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მგო­ნი უკვე შე­მიყ­ვარ­და აქა­უ­რო­ბა. არ ვე­ლო­დი, რომ ბა­თუ­მი და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო ასე სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის იქ­ნე­ბო­და, ასე ტო­ლე­რან­ტი ხალ­ხი ცხოვ­რობ­და აქ. ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს, სა­ნა­პი­რო, საჭ­მე­ლი - ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია. ძა­ლი­ან მი­ხა­რია რომ აქ ვართ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ კი­დევ დავ­ბრუნ­დე­ბით" - ამ­ბობს დი­მიტ­რი ყა­ზა­ხე­თი­დან.
"ძა­ლი­ან მომ­წონს ხალ­ხი - აქ ყველ­გან ღვი­ნოს და ხა­ჭა­პურს გთა­ვა­ზო­ბენ. საჭ­მე­ლი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია! ამინ­დი ძა­ლი­ან ცხე­ლი იყო და ეს არ მე­სი­ა­მოვ­ნა, დღეს შე­და­რე­ბით მოღ­რუბ­ლუ­ლია და უფრო მომ­წონს. უკვე ორი კვი­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვართ, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ ბევ­რი ად­გი­ლი, ვნა­ხეთ თბი­ლი­სიც, მღვი­მე­ე­ბი, კა­ნი­ო­ნე­ბი. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვე­ტყვით მე­გობ­რებს და ნა­თე­სა­ვებს, რომ ბა­თუმ­ში კარ­გად და­ის­ვე­ნე­ბენ. ჩვენ ყა­ზა­ხე­თი­დან ვართ, ას­ტა­ნა­დან და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ქარ­თვე­ლე­ბიც ეს­ტუმ­რე­ბი­ან ჩვენს ქვე­ყა­ნას" - ამ­ბობს შუ­ახ­ნის ყა­ზა­ხი წყვი­ლი.
"ბა­თუ­მი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქია, საჭ­მე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ზღვაც ძა­ლი­ან კარ­გია. კომ­ფორ­ტუ­ლია აქ დას­ვე­ნე­ბა, სიმწვა­ნეა, კარ­გი ბუ­ნე­ბა, კარ­გი ჰა­ე­რი და არ არის მტვე­რი. ზღვას­თან ახ­ლოს ვართ და სა­ნა­პი­რო­ზე ყო­ველ­დღე გავ­დი­ვართ, თუმ­ცა ცუ­დია რომ წვიმს ხოლ­მე", - ამ­ბობს წყვი­ლი კი­ე­ვი­დან.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment