ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 39 000-მდე აბიტურიენტი.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, ქართული ენისა და ლიტერატურის და ზოგადი უნარების გამოცდების განრიგი შეიცვალა. ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).
5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე). 6 ივლისს გამოცდები უცვლელად ჩატარდება.
დანარჩენი დღეების განრიგი ასეთია:
9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
9 - ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
10 - ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
10 - ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
13 - ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;
16 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
17 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
19 - ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
20 - ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
23 - ივლისი (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
24 - ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
26 - ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.
ipn.ge
No comments:
Post a Comment