Pages

Wednesday, July 4, 2018

ნიკოლოზ გაგუა: საპენსიო სააგენტო ივლისში ამოქმედდება

საქართველოში საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. მისივე თქმით, სააგენტო ივლისში უნდა ამოქმედდეს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პირობაა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„საპენსიო სააგენტო ივლისში უნდა შეიქმნას. ეს სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პირობაა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საპენსიო სააგენტოს ამოქმედება ივლისში მოხდება, რომელიც მთავრობიდან იმ პროცესებს გადაიბარებს, რაც სისტემის განვითარებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა გაგუამ.
საპენსიო სააგენტოს შექმნას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს. სააგენტოს შექმნის მიზანი დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და მართვაა.
12 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ახალ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა.
დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია 1 ოქტომბერს გაიმართა. რეფორმის ფარგლებში  მომავალი პენსიისთვის თანხის წიანასწარ შეგროვება დასაქმებულებისთვის სავალდებულო ხდება. ისინი ხელფასიდან 2%-ს იხდიან, ამ თანხას  კიდევ 2%-ს დამსაქმებელი, კიდევ ორს კი სახელმწიფო უმატებს. 
2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment